
ISSN 1987-9288
E-ISSN 2720-8311
"წელიწდეული" წარმოადგენს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ყოველწლიურ რეფერირებად სამეცნიერო გამოცემას.
ჟურნალში ქვეყნდება ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები, ასევე რეცენზირებული ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ფოლკლორული, ისტორიოგრაფიული, კულტუროლოგიური, ეთნოლოგიური) გამოკვლევები.
Ჟურნალი ,,წელიწდეული" 2009 წელს დააფუძნა ცნობილმა ქართველოლოგმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ თანამოაზრეებთან, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის იმჟამინდელ დირექტორთან, მერაბ გვაზავასა და დირექტორის მოადგილესთან, რიტა წაქაძესთან, ერთად.