ფშაურ-ხევსურული „დაკვლევდაკვლევა - გარიგება“ და მეგრული „გინოძირაფა“

(ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მასალების მიხედვით)(მიხედვით)

ავტორები

  • ნანა აბულაძე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
  • იოსებ შენგელია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

საკვანძო სიტყვები:

ქორწინების ტრადიცია, ფშავ-ხევსურეთის ეთნოგრაფია, სამეგრელოს ეთნოგრაფია, საწესჩვეულებო პოეზია

ანოტაცია

ქორწინება საზოგადოების ერთ-ერთი რთული და მრავალსაფეხურიანი ინსტიტუტია. მასთან დაკავშირებულმა წეს–ჩვეულებებმა განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო. ქორწინება, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის საზოგადოებრივი ყოფიერებით ისტორიულად შეპირობებულ ურთიერთობას წარმოადგენდა, საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ იცვლებოდა და ვითარდებოდა.
სამეცნიერო ლიტერატურში სათანადოდ არის აღნიშნული, რომ ქართული ქორწილი რამდენიმე ძირითადი მომენტისაგან შედგებოდა: 1. დაკვლევა–გარიგება, 2. დაწინდვა ანუ ნიშნობა, 3. საპატარძლოსთან გამოთხოვება, 4. ქორწილი, 5. საპატარძლოს სამუშაოზე გაყვანა.
საწესჩვეულებო პოეზიის სარიტუალო კომპლექსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქორწილო პოეზიას. ქალის დასაკუთრების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ფშაურ-ხევსურული „დაკვლევა-გარიგება“ ანუ საცოლის გაშინჯვა, მეგრული „გინოძირაფა“. გასინჯვა („გინოძირაფა“) ნიშნავს საცოლის ყოველმხრივს დათვალიერებას, მისი ღირსება–ნაკლულევანების შეტყობას. ეს სიტყვა მეგრულში მხოლოდ საქორწილო ფრაზეოლოგიაში გვხვდება. ხევსური ქალს პირდაპირ ვერ ითხოვს, უეჭველად  „წინამძღვრის“ შემწეობით უნდა დაიწყოს საქმე. „წინამძღვარი“ იგივე მაჭანკალია. იგი დავალებულ საქმეზე მოელაპარაკება ქალის მშობლებს და, თუ თანხმობა მიიღო, სანეფოს მშობლებს შეატყობინებს. მსგავსი ტრადიცია იყო სამეგრელოშიც; შუამავლის როლს თამაშობდა „მარებელი“. როგორც კვლევამ გვიჩვენა, ხევსურულ და მეგრულ საქორწინო ტრადიციებში ბევრი საერთო იკვეთება. არის განსხვავებული მომენტებიც. წარმოდგენილ კვლევაში, სამეცნიერო ლიტერატურასა და ჩვენ მიერ ველზე მოპოვებულ მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, შედარებულია ხევსურული „დაკვლა გარიგება“ და მეგრული „გინოძირაფა“, გამოვლენილია მათ შორის არსებული მსგავსება და განსხვავება.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-09-18

ციტირების წესი

აბულაძე ნ., & შენგელია ი. (2026). ფშაურ-ხევსურული „დაკვლევდაკვლევა - გარიგება“ და მეგრული „გინოძირაფა“: (ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მასალების მიხედვით)(მიხედვით). ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 8–17. Retrieved from https://yearbook.openjournals.ge/index.php/kly/article/view/12166

გამოცემა

სექცია

სტატიები