ეგზისტენციალიზმის ფსიქოლოგიური ასპექტები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
საკვანძო სიტყვები:
ქართული ლიტერატურა, ვაჟა-ფშაველა, რეალიზმი, ეგზისტენციალიზმიანოტაცია
რადგან ეგზისტენციალური ფილოსოფია საკვლევ სფეროდ ადამიანის არსებობას, მისი ცხოვრების რაობაში გარკვევას აღიარებს, იგი ყველაზე ახლოს დგება ლიტერატურასთან, ვინაიდან მხატვრული აზროვნებაც ადამიანის სულის ღრმა შრეებს წვდება და მისი არსებობის არსის გარკვევას ცდილობს.
ეგზისტენციალისტების ხედვით, ადამიანი მიტოვებულია სამყაროში, იგი მარტოა და უპირისპირდება მას. ასევე, ადამიანი მიდრეკილია საკუთარი თავის შეცნობისაკენ, სურს საკუთარ თავში გარკვევა ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე, ესწრაფვის აღმოაჩინოს საკუთარი ჭეშმარიტი „მე“, რითაც ცდილობს, მოიპოვოს თავისუფლება, რომელიც ჭეშმარიტების გასაღებია. ამასთანავე, ეგზისტენციალისტები ეძებდნენ გზებსა და მეთოდებს, რითაც ადამიანი შეძლებდა ამის მიღწევას.
ლიტერატურათმცოდნეობაში აღიარებულია, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში რეალიზმის დამკვიდრებამ ქართულ ლიტერატურაში ხელი შეუწყო ადამიaნის სიცოცხლის არსის „კვლევას“. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ მხატვრული სახეებით ლიტერატურა უფრო ღრმად სწვდება ადამიანის შინაგანი სამყაროს იდუმალ სულიერ შრეებს და ცდილობს იქ მიმდინარე პროცესები მთელი სიზუსტით გადმოგვცეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია ფსიქოლოგიზმთან, რამდენადაც ადამიანის ბუნება, მით უფრო მისი არაცნობიერი სამყაროს ამოცნობა, მეტად რთული საკითხია და ლიტერატურა ცდილობს მასში გარკვევას. სწორედ ამ საკითხთა წინ წამოწევით და სათანადო სიმაღლით ჩვენება უმკვიდრებს გარკვეულ მწერლებს „ფსიქოლოგიური“ თუ „ფილოსოფიური“ მწერლის სტატუსს.
აღსანიშნავია ასევე, რომ სწორედ რეალიზმი აღრმავებს ამ მიმართულებით, ანუ ადამიანის არსებობის არსის, მისი რაობისა და დანიშნულების კუთხით კვლევას, რამდენადაც აღიარებულია, რომ მხატვრული სახეებით გადმოცემული ჭეშმარიტება უფრო მარადიულია, ვიდრე ფილოსოფიური კატეგორიებით მოცემული.
ახალმა ქართულმა ლიტერატურამ, გარდა ყოფითი საკითხების ასახვისა, ამ ღრმად ფილოსოფიურ პრობლემატიკასაც დაუთმო სათანადო ადგილი. ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში უხვადაა ეგზისტენციალური პრობლემატიკა და, შეიძლება ითქვას, მათი შემოქმედება იყო საფუძვლის მომზადება რეალიზმის ეპოქისათვის ამ მიმართებით.
უნდა შევნიშნოთ, რომ ქართული ლიტერატურული კრიტიკა არ ამახვილებს ყურადღებას ვაჟა-ფშაველაზე, როგორც ეგზისტენციალისტ მწერალზე. სინამდვილეში ვაჟა-ფშაველა წინ უსწრებს ბევრ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსს, რომლებმაც ადამიანის არსებობა, მისი ყოფიერების არსი, დანიშნულება ფილოსოფიური კატეგორიებით ჩამოაყალიბეს და გადმოგვცეს. ვაჟა-ფშაველა უფრო ლამაზად და ღრმად ასახავს ამ პრობლემას მხატვრული სახეებით და ჩვენი საკვლევი თემის ძირითადი საკითხიც სწორედ ამ კუთხით წარიმართება.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

