ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობა ქართული ენის საკითხებზე

ავტორები

  • დალი ბეთხოშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12170

საკვანძო სიტყვები:

ვაჟა-ფშაველა, ქართული ენა, ფშაური მეტყველება, ეროვნული ცნობიერება

ანოტაცია

ქართულ მხატვრულ აზროვნებაში გამოკვეთილი ადგილი უჭირავს მე-19 საუკუნის უდიდეს შემოქმედს ვაჟა-ფშაველას, რომელმაც არ დატოვა არცერთი საკითხი, რომლის შესახებაც საკუთარი ფილოსოფიური ხედვები არ ჰქონდეს გამოთქმული. ვაჟა-ფშაველას ნააზრევმა აღბეჭდა ეპოქის სულისკვეთება და მისეული თვალსაზრისები მიაწოდა შემდეგ თაობებს.
ვაჟა-ფშაველას მდიდარ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი განეკუთვნება მის მოსაზრებებს ქართული ენის სიწმინდის, მისი მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ მსოფლიო სააზროვნო სივრცეში. ქართული ენა მწერლისთვის განსაკუთრებული ფენომენია, რომლის მეშვეობითაც გამოიხატება ერის ეროვნული ცნობიერება, გადმოიცემა ქართველი ერის ეროვნული იდენტობა და განსაკუთრებულობა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას შეხედულებები ქართული ენისადმი, მისი დამოკიდებულება ქართული ენის ფენომენისადმი განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ენის განვითარება არა მარტო წმინდა ლიტერატურულ გზაზე სვლით მიიღწევა, არამედ მის განვითარებას სრულყოფს დიალექტური მეტყველების ენობრივი ფორმების შენარჩუნებაც, თუ გვინდა ენის განვითარება წინ წავიდეს და ერის იდენტობა არ დაიკარგოს.
ვაჟა-ფშაველა თავისი შემოქმედებით ცდილობდა სალიტერატურო ენის გვერდით გამოეყენებინა ფშაური დიალექტიც, რომელიც ქართულ ენას ამდიდრებდა და მეტად აშინაარსიანებდა. მას მიაჩნდა, რომ ფშაური კილოს გამოყენება დასტურია იმისა, რომ მთის ენა შეურეველი და წმინდა იყო ერთიანი ეროვნული ენის ფარგლებში, მან შემოინახა ნამდვილი ქართული სული. პოეტს ერთხელ განუცხადებია: „ბარელნო, ნამდვილი ქართული ვერ გაგიგიათ“. იგი მხატვრულ აზროვნებაში მხოლოდ შოთა რუსთველისა და დავით გურამიშვილის სალიტერატურო ენას მიიჩნევდა სანიმუშოდ. ვაჟას სიტყვით, ხალხი, ერი დედა ენისა, ბადებს და ზრდის ენას, როგორც დედა შვილსა. ყოველი ეთნოგრაფი და საერო მწერალი მოვალეა, ყველა საყურადღებო ხალხური სიტყვა ან ფორმა გააცნოს სალიტერატურო ენას. თუ ეს სიტყვა და ფორმა შეეფერება ენის ხასიათს, ამით არაფერი დაშავდება.

უმთავრესი მიზეზი ვაჟას შეუცნობლობისა თვით ვაჟას პოეტური ენა იყო. ამიტომ მას ენას უწუნებდნენ და კრიტიკაც ამ „ნაკლზე“ მიუთითებდა. ვაჟამ თავისი შეხედულება და ურყევი პოზიცია კუთხური სამეტყველო ენის გამოყენების თაობაზე არაერთხელ გამოხატა. ვაჟა-ფშაველას ნააზრევში ენის საკითხთან მიმართებით ის აზრი იკვეთება, რომ ერთიან ენობრივ ქსოვილში ძევს განსაკუთრებული სამყარო, რომელი მოიცავს ერის ისტორიულ მეხსიერებას და იგი კულტურის უდიდესი მონაპოვარია.

თემა აქტუალურია და დიდი თეორიული და პრაქტიკული ღირებულების მომცველი, რამდენადაც ვაჟა-ფშაველას ნააზრევი ქართული ენის საკითხებზე ნაკლებადაა შესწავლილი და გამოკვლევას საჭიროებს მის წერილებში წამოჭრილი პრობლემის არსისა და დანიშნულების თვალსაზრისით. ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტურ წერილებში ასახული
ქართული ენის საკითხი არა მარტო ვაჟა-ფშაველას ეპოქაში, არამედ თანამედროვე ეტაპზეც არ კარგავს აქტუალობას; საჭიროა მისი ხელახლა გაცოცხლება, ახლებური თვალით შეხედვა და გაანალიზება. პრობლემა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ერთიან ეროვნულ ჭრილშია გასააზრებელი, შემდეგ კი მთლიანი გლობალური კონტექსტითაცაა გასათვალისწინებელი. თემის სიახლეც და წამოჭრილი საკითხის კვლევის მიზანიც სწორედ აღნიშნულის მოგვარებაში მდგომარეობს.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

ბეთხოშვილი დ. (2025). ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობა ქართული ენის საკითხებზე. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 28–39. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12170

გამოცემა

სექცია

სტატიები