ხევსურულსა და მეგრულში, მიუხედავად მათი ტერიტორიული დაშორებისა,საერთო ენობრივი მოვლენები ხევსურულსა და მეგრულში
(შედარებითი ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12171საკვანძო სიტყვები:
ქართული/ქართველური დიალექტები, ხევსურული დიალექტი, მეგრული მეტყველებაანოტაცია
ხევსურულსა და მეგრულში, მიუხედავად მათი ტერიტორიული დაშორებისა, დასტურდება მსგავსი / საერთო ენობრივი (ფონეტიკური, მორფოლოგიური, ლექსიკური) მოვლენები. საერთო ფაქტები ძირითადად არქაულია, საერთოქართული ენისთვის დამახასიათებელი. ამასთან, ზოგი მოვლენა შესაძლოა მოგვიანებით, დამოუკიდებლად განვითარდა. ამ შემთხვევაშიც მსგავს ცვლილებებს საერთო საფუძველი აქვს. მსგავსი მოვლენების არსებობა მონათესავე სამეტყველო კოდებში მათი საერთო წარმომავლობით და ენის შინაგანი (იმანენტური) პოტენციის გამოვლენით აიხსნება. ამ კანონების წყალობით ხევსურულსა და მეგრულში, რომელთაც უშუალო მეზობლობა არ აკავშირებთ და, შესაბამისად, პირდაპირი გავლენაც გამორიცხულია, დასტურდება იდენტური / მსგავსი ენობრივი ნიშნები:
1. ორივე სამეტყველო კოდში სონორის შემცველ თანხმოვანთ-კომპლექსში ვითარდება ი ხმოვანი: ხევს. ფირჩხილი –– მეგრ. ბირცხა „ფრჩხილი“, ხევს., მეგრ. თირთოლითირთოლი „თრთოლა“, ხევს. კირკილი –– მეგრ. კიკილი (<კრკილი) „ჩრჩილი“, ხევს. კილდე –– მეგრ. კირდე „კლდე“.
2. ხევსურულში (ძველი ქართულის მსგავსად), კუთვნილებითი დანიშნულების ფუნქციით გამოიყენება ნანათესაობითარი ვითარებითის ფორმა ((-ის+-ად -დაბოლოებით), რომელსაც მეგრულში შეესატყვისება -იშ+-ო(თ): ხევს. გულ-ის-ად – მეგრ. გურ-იშ-ო(თ) „გულისთვის“, ხევს. დღ-ის-ად – მეგრ. დღა-შ-ო(თ) „დღი„დღისთვის“.სთვის“.
3. არქაული წესისამებრ -ეს სუფიქსი ხევსურულსა და მეგრულში წარსული დროის გამომხატველ ზმნურ ფორმებს დაერთვის. ხევს. წერ-დ-ეს „წერდნენ“ (უწყვეტელი), წერ-ეს (წყვეტილი). შდრ. მეგრ. ჭარუნდ-ეს „წერდნენ“ (უწყვეტელი), ჭარ-ეს „წერეს“ (წყვეტილი).
4. ხევსურულსა და მეგრულ-ლაზურში კავშირებითის მწკრივთა წარმოება უნიფიცირებულია; დაერთვის -ა სუფიქსი: ხევს. წერდ-ა-ს (I კავშ.) „წერდეს“, წერ-ა-ს (II კავშ.) „წეროს“, დაეწერ-ა-ს (III კავშ.) „დაეწეროს“. შდრ. მეგრ. ჭარუნდ-ა-ს (I კავშ.) „წერდეს“, ჭარ-ა-ს (II კავშ.) „წეროს“, უჭარუდ-ა-ს (III კავშ.) „ეწეროს“.
5. ხევსურულსა და მეგრულში დასტურდება საერთო სიტყვაფორმები: ხევს. ნაღვერი / ნახორი – ნაფცქვენი, ნაფშვენი, შდრ. მეგრ. ნახვერი – ნაფხვენი, ნაგავი; ხევს. ქიჩილა – მეგრ. ქიცა „თავშალი, ლეჩაქი“; ხევს. ქრისტე – მეგრ. ქირსე / ქისე „შობის დღესასწაული“; ხევს., მეგრ. ფირტვი „ფილტვი“; ხევს., მეგრ. ცვერცვი „ცერცვი“.
საანალიზო სამეტყველო კოდები ერთი ენობრივი სისტემის ნაწილებია, სადაც საერთო ფაქტების არსებობა შინაგანი კანონების მოქმედების შედეგია, რაც სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი პროცესია როგორც მომიჯნავე, ისე გეოგრაფიულად დაშორებული კუთხეების მეტყველებაში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

