მთის მისტერიები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12174საკვანძო სიტყვები:
ვაჟა-ფშაველა, პოემა „ალუდა ქეთელაური“, მთის მისტერიებიანოტაცია
ნაშრომი გვიჩვენებს, რომ მთაში ზეცნობიერის აღმოჩენა–შეცნობა მითოლოგიური სამყაროდანაა ჯერ კიდევ შესაძლებელი და ვაჟაც მითოსიდან, როგორც ერთ-ერთი წყაროდან, საზრდოობს, როგორც უძველესი მოგვი ამოდის მისი უღრმესი პლასტებიდან და მოაქვს სამყაროულ საწყისთა მისტერია.
მისტერიული კოსმოგონიის ცენტრში დგას კაი ყმა, როგორც მისი ნაწილი და წარმმართველიც. აქ გადმოედინება სიბრძნის წყაროც, მხოლოდ აქ ჩნდება გველისმჭამელიც, ალუდას სულიერი ფერიცვალებაც აქაა შესაძლებელი და სტუმარ–მასპინძლობის საღვთო კავშირით სწორედ აქ, კლდის თავზე, შეხვდებიან ერთმანეთს ძმადნაფიცთა აჩრდილები ურთიერთნდობის სადღეგრძელოს წარმოსათქმელად.
მუცალთან ბრძოლის შედეგად კაი ყმას – ალუდას ინსტინქტურად ეხსნება შინაგანი თვალი თუ გულისყური. ამ წამიდან იგი დაჟინებით უსმენს საკუთარი არსების უღრმეს შრეებში განხმულ, მისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვან ჭეშმარიტებათა ხმას, რომელსაც ადამიანის ფერიცვალების მისტიკური საიდუმლოს გაცხადება და რეალურ ქმედებად აღსრულება მოჰყვება ხატობის დღესასწაულზე. ფაქტობრივად იოანეს სახარების სიტყვები: „ჯერ არს თქვენდა მეორედ შობაი“ არის კიდეც ის მისტიკური საიდუმლო, რომელიც ალუდას სულში განხორციელდა და მისი სულიერი ფერიცვალება განაპირობა. კურნების მადლი მოაქვს კვირიასა და ლუხუმის წმინდა გიორგისთან სწორედ მისტერიულ კავშირს – წმინდანის სახის პერსონიფიცირებას. გმირების ფიზიკური დაღუპვის მიუხედავად აღსრულდება ვაჟას ჩანაფიქრი –კაი ყმები მისტიკური საიდუმლოს ნაწილნი ხდებიან. ვაჟა-ფშაველა გვიდასტურებს, რომ ამ მისტიკურ-ზეცნობიერ წვდომას მოაქვს ღვთაებრივი სიბრძნე, რომელიც ათავისუფლებს, მანამდე უხილავ მწვერვალებს მოახილვინებს გმირს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

