პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ხევსურეთის შესახებ

(ჩანაწერების მიხედვით)

ავტორები

  • იამზე ვაშაკიძე კავკასიის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12175

საკვანძო სიტყვები:

ტარიელ ფუტკარაძე, ფშავ-ხევსურეთი, სტუდენტთა დიალექტოლოგიური ექსპედიცია ხევსურეთში

ანოტაცია

სტატიაში განხილულია პროფ. ტარიელ ფუტკარაძის საგანმანათლებლო-პედაგოგიური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მიმართუ-ლება – ზრუნვა სხვადასხვა კუთხის ქართველთა ეროვნულ-ეთნიკური ერთიანობისათვის; ეს პირდაპირ კავშირშია მის ენობრივ კონცეფციასთან, რომელიც ითვალისწინებს ქართველურ დიალექტთა თანაბარ მონაწილეობას საერთო სალიტერატურო ენის განვითარების პროცესში.
თემის აქტუალურობას განაპირობებს ქართველი საზოგადოების ეროვნული იდენტობის პრობლემა, კერძოდ: როგორც თავად მეცნიერი ხშირად შენიშნავს, რამდენად იცის ახალმა თაობამ, „კიდევ ვინ არის ქართველივინ ქართველი“. აქედან გამომდინარე, სწორედ ისტორიული. საქართველოს ძირძველი კუთხეების გაცნობას ისახავდა მიზნად პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული სტუდენტთა დიალექტოლოგიურ-ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ექსპედიციები, რომელთა ორგანიზებაც პირველად დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა აქტიურობითა და ხელშეწყობით დაინერგა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდურ მუშაობაში. მოგვიანებით ამ საველე პრაქტიკას შეუერთდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც, კერძოდ: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე სოხუმისა და ჯავახეთის უნივერსიტეტები.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია პროფ. ტარიელ ფუტკარაძის იმ წერილებსა და შენიშვნებზე, რომლებშიც ასახულია ხევსურეთის ექსპედიციების დროს მიღებული შთაბეჭდილებები, დაკვირვება ადგილობრივთა მეტყველებაზე, ტრადიციებზე, მშობლიური კუთხის გულშემატკივარ მთიელებზე და თანამედროვე ხევსურეთის პრობლემებსა თუ მომავლის ამოცანებზე.

გაანალიზებული მასალის საფუძველზე მიღებულია დასკვნა: პროფ. ტარიელ ფუტკარაძე ხევსურეთის თემაზე შექმნილი წერილებითა და შენიშვნებით განავითარებს თავის სამეცნიერო კონცეფციას ყველა კუთხის ქართველთა წვლილის შესახებ ერთიანი საერთო ქართველური სამწიგნობრო კულტურის ფორმირების პროცესში. შესაბამისად, მისი პედაგოგიური მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა საქართველოს კუთხეთა გაცნობა-შესწავლა, მათი პრობლემების გააზრებინება სტუდენტებისათვის მათში მოქალაქეობრივი შეგნების გასაძლიერებლად. ამ ფონზე აშკარად იკვეთება პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული დიალექტოლოგიურ-ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ექსპედიციების როგორც წმინდა მეცნიერული, ისე სწორად მაორიენტირებელი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

ვაშაკიძე ი. (2025). პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ხევსურეთის შესახებ: (ჩანაწერების მიხედვით). ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 69–76. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12175

გამოცემა

სექცია

სტატიები