ფშავი ალექსანდრე ორბელიანის მხატვრულსა და მხატვრულ-დოკუმენტურ პროზაში

ავტორები

  • ნინო ვახანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12177

საკვანძო სიტყვები:

ალექსანდრე ორბელიანი, დოკუმენტური პროზა, ფშავი

ანოტაცია

ალექსანდრე ორბელიანის შემოქმედებაში, მხატვრული ნაწარმოებების გარდა, ყურადღებას იქცევს დოკუმენტური, კერძოდ, ავტობიოგრაფიული პროზა. როგორც ჩანს, მწერალს განზრახული ჰქონდა, ამ ტიპის ნაწერებისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთ თხზულებად (იქნებ, ავტობიოგრაფიულ რომანად) ექცია.
მათში დაწვრილებითაა აღწერილი, რა გადახდა გადასახლებაში მიმავალ მეამბოხეს გზად – თბილისიდან დარიალის ხეობამდე და შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე დანიშნულების ადგილამდე – ორენბურგამდე. ამჟამად ჩვენთვის საინტერესოა, როგორ იგონებს მემუარისტი ფშავის სანახებსა და ფშაველებს. საქართველოს ერთიანობის იდეა აქტუალური საკითხი იყო მე-19 საუკუნეში და აქტუალობა არ დაუკარგავს დღესაც.
კვლევის მიზანია, დავაკვირდეთ, როგორია რომანტიკოსი მწერლის დამოკიდებულება ცალკეულ კუთხეებთან და იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან.
ფშავი და ერეკლე ბატონიშვილის მიერ თანატოლ ფშაველებთან ერთად გადახდილი და გამარჯვებით დასრულებული პირველი ომია ნაჩვენები ალექსანდრე ორბელიანის პიესაში „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“.
რამდენიმე ნაწარმოები პირველად 2023 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე ორბელიანის თხზულებათა სრულ კრებულში (ხუთტომეულში). ეს ნაწერები არაერთ მნიშვნელოვან ამბავს მოგვითხრობს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათში მკაფიოდ ჩანს მწერალი, როგორც ერთიანი საქართველოს შვილი და ცალკეული კუთხეების ისტორიისა და თანამედროვე ყოფის მცოდნე და მოყვარული.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

ვახანია ნ. (2025). ფშავი ალექსანდრე ორბელიანის მხატვრულსა და მხატვრულ-დოკუმენტურ პროზაში. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 77–85. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12177

გამოცემა

სექცია

სტატიები