ფშავ-ხევსურეთი (ისტორიული ფხოვი) საქართველოს სახელმწიფოებრივ სისტემაში

ავტორები

  • როლანდ თოფჩიშვილი თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12178

საკვანძო სიტყვები:

ფხოვი, ფშავ-ხევსურეთი, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი, მთიელთა მიგრაცია

ანოტაცია

საქართველოში ფეოდალური ურთიერთობები ადრე შუა საუკენეებში ჩამოყალიბდა, მაგრამ ფეოდალიზმამდელი სოციალური ურთიერთობები მთამ (განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთმა – ისტორიულმა ფხოვმა) ხანგრძლივად შემოინახა. აქ ქრისტიანობაც ძნელად იკვლევდა გზას. ხელისუფლებას ქრისტიანობის გასავრცელებლად ფშავ-ხევსურეთში იარაღის გამოყენებაც უხდებოდა. მთიელებს უჭირდათ ბარის სოციალურ-რელიგიურ ინსტიტუტებთან შეგუება. თამარის ეპოქაში ფხოველების დასაშოშმინებლად ხელისუფლებას სამი თვე დასჭირდა. ამ დროიდან მოხდა ფხოვის ფშავად და ხევსურეთად განცალკევება. ფშავი სამეფო კარს დაემორჩილა და ცენტრალურ სალოცავებად „ლაშარის ჯვარი“ და „თამარის ხატი“ გაიჩინა. ხევსურების ძირითადი ფუნქცია ქართულ სახელმწიფოში სამეფოს საზღვრების დაცვა და მეფის დაძახილზე მეომრების გაგზავნა იყო. ხელისუფლებისა და ფშავ-ხევსურების ურთიერთობას მოურავი აწესრიგებდა, რომელიც ჩვეულებრივ, თავადური გვარის წარმომადგენელი იყო ხოლმე. ფშაველები კი უფრო მეტად სამეურნეო თვალსაზრისით იყვნენ სახელმწიფოსთან დაკავშირებული (საძოვრები, ჯვარ-ხატების კუთვნილი ვენახები...). ფშავ-ხევსურეთის როლი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი ახდენდნენ ბარში დარღვეული დემოგრაფიული ვითარების გაწონასწორებას, რადგან ბარსა და მთისწინეთში გაწყვეტილი მოსახლეობის ადგილს მათი ნამატი მოსახელეობა იკავებდა. სახელმწიფოსთან ფშავ-ხევსურების მჭიდრო ურთიერთობის დამადასტურებელი იყო ის ეთნოგრაფიული ფაქტი, რომ საქართველოს მეფე და ბაგრატიონთა საგვარეულო მათ ცენტრალური სალოცავების მოძმეებად მიაჩნდათ. ფშაველებისა და ხევსურების რწმენით, ბაგრატიონებს შეეძლოთ მათ ჯვარ-ხატებთან საუბარი. შეიძლება ერთი სიტყვით ვთქვათ, რომ ისტორიული ფხოვი (შემდეგდროინდელი ფშავი და ხევსურეთი) საქართველოს სახელმწიფოებრივ სისტემაში ავტონომიურად ფუნქციონირებდა. ფშავსა და ხევსურეთში განსხვავებული სოციალური და რელიგიური ვითარება იყო, რის მიზეზიც იყო ბარისა და მთისწინეთისაგან განსხვავებული გეოგრაფიული გარემო; მთაში მეურნეობის განვითარებას ხელს უშლიდა მიწის სიმცირე და სიმწირე. ამ ფაქტორის გამო იყო, რომ მთის თავისუფალ ტერიტორიულ თემებს (ჩვენს შემთხვევაში ფშავსა და ხევსურეთს) და მათ მკვიდრებს საქართველოს სახელმწიფოს გარეშე არსებობა ფაქტობრივად არ შეეძლოთ.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

თოფჩიშვილი რ. (2025). ფშავ-ხევსურეთი (ისტორიული ფხოვი) საქართველოს სახელმწიფოებრივ სისტემაში. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 86–94. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12178

გამოცემა

სექცია

სტატიები