არაბულ-სპარსული წარმოშობის რამდენიმე ლექსიკური ერთეულისათვის ხევსურულ დიალექტში

(ალექსი ჭინჭარაულის „ხევსურული ლექსიკონის მიხედვით“)

ავტორები

  • სოფიო იმედაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მაია შიშინაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12179

საკვანძო სიტყვები:

ხევსურული დიალექტი, არაბული ლექსიკა, სპარსული ლექსიკა

ანოტაცია

სტატიაში სტატიაში მიმოხილულია ხევსურულ დიალექტში დამკვიდრებული არაბულ-სპარსული წარმოშობის ლექსიკური ერთეულები, რომლებიც დაფიქსირებულია ალექსი ჭინჭარაულის „ხევსურული დიალექტის ლექსიკონში“. ნაჩვენებია, რომ ქართული ენა ისტორიულად აქტიურად ივსებოდა აღმოსავლური ლექსიკით, რომელიც სხვადასხვა გზით – წერილობითი და ზეპირი კონტაქტების შედეგად – შემოდიოდა და ნაწილობრივ სალიტერატურო ენაში მკვიდრდებოდა, ნაწილობრივ კი დიალექტებსა და ჟარგონებში ინახებოდა.
კვლევაში გაანალიზებულია კონკრეტული სიტყვები (მაგ., ალამი, ბარდიბარი, დაზარნიშული, დუქარდი, ზერდაგი, თამამად, მათარა, ურუმი, ჯაათი), მათი ეტიმოლოგია, მნიშვნელობა და ფონეტიკურ-სემანტიკური ცვლილებები. თითოეული ერთეული შედარებულია არაბულ და სპარსულ შესაბამის ფორმებთან, ასევე, ქართულ სალიტერატურო და კილოებრივ მონაცემებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბგერით ტრანსფორმაციებს (მაგ., არაბული ბგერების დაკარგვა ან ადაპტაცია ქართულში) და სემანტიკურ გადანაცვლებებს, რომლებიც სიტყვათა ქართულ ენაში დამკვიდრების პროცესში მოხდა.
კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ხევსურულ დიალექტში არსებული არაბულ-სპარსული ლექსიკა უმეტესად შემოსულია მინიმალური ცვლილებებით და ძირითადად სახელთა სახითაა წარმოდგენილი. ამასთან, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნასესხები ძირები ქართულ სიტყვაწარმოებით მოდელებში ერთვება და წარმოქმნის ზმნებსა და ნაზმნარ ფორმებს. ეს ფაქტი ადასტურებს უცხოური ლექსიკის ორგანულ ინტეგრაციას ქართულ ენაში და მის აქტიურ ფუნქციონირებას დიალექტურ სისტემაში.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

იმედაძე ს., & შიშინაშვილი მ. (2025). არაბულ-სპარსული წარმოშობის რამდენიმე ლექსიკური ერთეულისათვის ხევსურულ დიალექტში: (ალექსი ჭინჭარაულის „ხევსურული ლექსიკონის მიხედვით“). ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 95–104. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12179

გამოცემა

სექცია

სტატიები