ფხოველთა და დიდოელთა აჯანყება
(„ოქროს ხანის“ საქართველოს სოციალური ურთიერთობების ისტორიისათვის)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12181საკვანძო სიტყვები:
საქართველო ისტორია (XII-XIII სს.), ფეოდალიზმის ეპოქა, ფხოველთა და დიდოელთა აჯანყება, ფხოვიანოტაცია
მრავალსმრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველომ აუკუნოვანი განვითარების მწვერვალს XII-XIII საუკუნეებში, „„ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქაში, მიაღწია. საქართველო პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონით არათუ ჩამორჩებოდა მსოფლიოს მაშინდელ წამყვან ქვეყნებს, არამედ პოლიტიკური თუ კულტურული მიღწევებით ხშირად მათთვის ტონის მიმცემიც იყო. მოპოვებული წარმატებები მაღალგანვითარებულ ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებს ეფუძნებოდა. ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მრავალფეროვნებასთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი ეკონომიკური და შესაბამისად სოციალური განვითარების ტემპებითა და დონითაც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამ თვალსაზრისით მთის მხარეები „„ოქროს ხანაშიც“ ჩამორჩებოდა მაღალგანვითარებულ ბარის რეგიონებს.
XI-XIII საუკუნეების საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრობლემებს არაერთმა ისტორიკოსმა (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, გ. მელიქიშვილი, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი და სხვები) მიუძღვნა ნაშრომი, თუმცა წერილობითი წყაროების სიმცირე ხელს უშლიდა და უშლის აღნიშნული საკითხის სრულყოფილად შესწავლას.
XII საუკუნეში ერთიანი, ცენტრალიზებული ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და გაფართოებას თან ახლდა ფეოდალური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება. ეს პროცესი აქტიურად შეეხო საქართველოს მთიანეთსაც, სადაც ჯერ კიდევ ფართოდ იყო შემორჩენილი თემური წყობილების წესები. ჩანს, რომ მთიელები მძაფრ წინააღმდეგობას უწევდნენ ფეოდალიზაციას. ამის დამადასტურებელია „ქართლის ცხოვრებაში“ „მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა“, მოხსენიებული ფაქტი. ძველ ქართულ წყაროებში „ფხოველებად“ თანამედროვე ფშაველთა და ხევსურთა წინაპარი ტომები. ხოლო „დიდოელებად“ დაღესტნის ერთ-ერთი ტომობრივ-ეთნიკური ჯგუფი მოიხსენიებოდა. ამდენად, აღნიშნული სოციალური გამოსვლა არა მარტო საქართველოს მთიანეთს, არამედ იმჟამად საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში მყოფ დაღესტნის ნაწილსაც შეხებია. ამ აჯანყების მასშტაბურობაზე მეტყველებს შემდეგი: თამარ მეფემ სამეფო ჯარი გაგზავნა ივანე ათაბაგის მეთაურობით და დასახმარებლად მოუწოდა „ყოველთა მთეულთა“. ივანე ათაბაგს სტრატეგიული მანევრის განხორციელება მოუხდა, აჯანყება რომ არ გაფართოებულიყო – „წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა“. მიუხედავად ამისა, აჯანყების ჩაქრობას სამი თვე დასჭირვებია – „და დაყვნეს სამნი თვენი: ივნისი, ივლისი, აგვისტო“.
საბოლოოდ სამეფო ჯარმა დაამარცხა აჯანყებულები, მკაცრად დასაჯა ისინი, წამოიყვანა მძევლები და დააკისრა გადასახადი. ამით საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ მთიანეთზე სრული კონტროლი დაამყარა.
მართალია, ძლიერმა და ცენტრალიზებულმა ქართულმა სახელმწიფომ შეძლო სოციალურ-პოლიტიკურ ნიადაგზე დაწყებული ამ მწვავე და სახიფათო საშინაო გამოსვლის ჩაქრობა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები კვლავ რჩებოდა, რამაც შემდგომში ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტების პირობებში კვლავ იჩინა თავი.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

