ნათესაობის აღმნიშვნელი ლექსიკა ხევსურულში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12183საკვანძო სიტყვები:
ხევსურული დიალექტი, ნათესაობის ლექსიკა, გვარის წარმოებაანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია ნათესაობის აღმნიშვნელი ლექსიკა ხევსურულში. ნათესაური ურთიერთობის გამომხატველი სახელების აღნუსხვა და შესწავლა მჭიდროდ არის დაკავშირებული წარსულში არსებული ნათესაობის სისტემასა და ოჯახურ ფორმებთან. ეს კი თავისთავად გულისხმობს ამა თუ იმ გვარის გენეალოგიასთან დაკავშირებული საკითხების ეთნოლინგვისტური კვლევების ანალიზს.
საკვლევ მასალაზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ხევსურულის ნათესაურ სტრუქტურაში გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა ერთი წინაპრის ხაზით შთამომავალ პირთა გაერთიანებას –– გვარს. გვარი იყოფა ძირადძირად დადა მამადმამად. მას უკავშირდება ტერმინები: . სახლის რიგი, საძმო რიგი, საგვარეულო რიგი, სადედო რიგი, დედისძმების რიგისაგვარეულო რიგი.. გვარით (სისხლით) ნათესაობა აუცილებლად მამრობითი სქესით მომდინარეობდა: შვილი, ძმა, ბიძაშვილი, გარეთა ბიძაშვილი, მთელი გვარი.
უახლოესი ნათესავია სიძე, რძალი, სიძის დედ-მამასიძე, მამა ანუ მძახლები. ხევსურეთში შინშიშინში ჰქვია ბიძაშვილს ან მამიდაშვილს.
გვაროვნული კავშირი მეტად მტკიცეა. გვარის წარმომადგენლებს შორის ქორწინება აკრძალულია. სისხლით ნათესაობას საფუძვლად უდევს საერთო სალოცავი, ხატი.
ხევსურულში მემკვიდრეობაც მამრობითი ხაზით მიდიოდა. ოჯახის მთელი ქონება რჩებოდათ ვაჟიშვილებს. თუ ოჯახში არ იყო ვაჟი, მემკვიდრე, ქონება გადადიოდა გვარით ახლო ნათესავზე –– ძმაზე, ძმისწულზე, შემდეგ – ბიძაშვილზე, გარე ბიძაშვილებზედაც კი.
გვარს ჰყავდა ერთი ამორჩეული კაცი –– კითხული კაცი. კითხული კაცი ჭკვიანი, გამოცდილი, ბრძენი უნდა ყოფილიყო. ყოველ გასაჭირში მას ეკითხებოდნენ როგორც საერთო საგეკითხებოდნენ საგვარეულო, ისე სათემ-სოფლო საქმეს. კითხული კაცი მსაჯულიც იყო, თემსოფლის საქმეთა მომრიგებელიც, გვარის წინამძღოლიც.
კითხული კაცის გარდა გვარში ირჩევდნენ თითო ჭკვიან კაცს კაცს, რომელსაც მომრიგებელი, მრჩეველი ეწოდებოდა. ამათთან ერთად კიდევ ირჩევდნენ ხუთ კაცს. ამორჩეულთა სიტყვა კანონი იყო. გვაროვნული კავშირი ხორციელდებოდა ათენგენობის დღესასწაულზე. ხევსურეთში ნათესაური მიმოსვლა აქვთ აგრეთვე დისწულებში, ბიძებში, მოყვრებში (ქმრისა და ცოლის დედ-მამის ოჯახში)... მისვლა-მოსვლის საბაბია – ქალის
გათხოვება, შვილის შეძენა, ცოლის შერთვა. მოაქვთ მოსაკითხავი – არაყი. ახალ წელიწადს – ბედისკვერი, ერთი ხმიადი, ხავიწიანი ქადა, არაყი.
საინტერესოა ხევსურული გვარის დაბოლოების საკითხი. თითქმის ყველა ხევსურული გვარი -ურ/-ულ სუფიქსით ბოლოვდება. ამგვარი დაბოლოება ახლავს იმ გვარებს, რომლებიც წინაპრის სახელისაგან არის ნაწარმოები (ხიმიკა – ხიმიკაური; გოგოჭა – გოგოჭური; ფიცხელა – ფიცხელაური; ზვიადა – ზვიადაური; არაბა – არაბული...). იშვიათ
შემთხვევაში ტოპონიმური სახელებიდან ნაწარმოებ გვარებში - ელ სუფიქსი გვხვდება (ლიქოკელი). ხევსურულ გვარებში - ურურ სუფიქსი ძეს, შვილს აღნიშნავს (ივ. ჯავახიშვილი). - ურურ სუფიქსი დასტურდება ტერმინებში: დედიდური – დედის და, მამიდური – მამის და.
ხევსურულში დადასტურებული ნათესაობის აღმნიშვნელი ლექსიკა ძირითადად შეესაბამება ქართულ სალიტერატურო ენასა და სხვა კილოებს, ხოლო განსხვავებული შემთხვევები ინოვაციასა და მოდიფიკაციის ტენდენციაზე მიუთითებს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

