რამდენიმე არქაული ლექსიკური ერთეულისათვის ხევსურულ დიალექტში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12185საკვანძო სიტყვები:
ხევსურული დიალექტი, არქაული ლექსიკა, ისტორიული და ეთნოკულტურული მეხსიერებაანოტაცია
ხევსურული დიალექტი წარმოადგენს აღმოსავლეთქართული დიალექტური სისტემის ერთ-ერთ უძველეს ფენას, რომელიც მრავალ პრეისტორიულ და არქაულ ელემენტს ინახავს. ხევსურეთი, თავისი გეოგრაფიული იზოლაციისა და ტრადიციული კულტურის კონსერვატიული ხასიათის გამო, გამორჩეულად საინტერესოა ლექსიკური არქაიზმების შესასწავლად.
არქაიზმი, როგორც ცნობილია, ეწოდება იმ სიტყვას ან გამოთქმას, რომელიც ოდესღაც ჩვეულებრივად გამოიყენებოდა, მაგრამ შემდეგ თანამედროვე ენამ ახალი ფორმით ჩაანაცვლა. ისინი მნიშვნელოვანი წყაროა ენის ისტორიისა და ეთნოკულტურული მეხსიერების შესასწავლად. არქაიზმები არა მხოლოდ ლექსიკური ერთეულებია, არამედ ხალხური აზროვნების ნიშანიცაა.
სტატიაში წარმოდგენილი და ენობრივ-კულტურული კონტექსტის თვალსაზრისითაა განხილული ხევსურული არქაული ლექსიკური ფენის რამდენიმე ისეთი საინტერესო მაგალითი, რომლებიც თანამედროვე ქართულში ან სრულიად დავიწყებულია, ან მნიშვნელობა შეცვლილია. ეს სიტყვაფორმებია: ხალი, წკენტვა, ბაყალი, ბუცუცა, გონჯი, ბოტი, ჩხერი, ფარაგი, გურზი, ფია, წინწლები... შეიძლება ითქვას, რომ ხევსურული დიალექტი ინახავს ქართული ენის უძველეს ფენას, რომელიც წარმოადგენს კულტურული მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილს.
არქაული ლექსიკის შესწავლა არ არის მხოლოდ ლინგვისტური ამოცანა –– ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობისა და ისტორიული მემკვიდრეობის კვლევის გზა.
ამიტომ აუცილებელია, გაგრძელდეს ხევსურული დიალექტის კვლევა, ჩაიწეროს ცოცხალი მეტყველება და შეიქმნას თანამედროვე ლექსიკური კორპუსები, რათა ეს არქაული ფენა მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნდეს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

