ფშავ-ხევსურეთის ხალხური პოეზია
(საგმირო-სავაჟკაცო ლექსები)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12186საკვანძო სიტყვები:
ფშავ–ხევსურეთის პოეზია, საგმირო პოეზია, უსიუჟეტო ლექსებიანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ფშავ-ხევსურული პოეზია, კონკრეტულად, საგმირო–სავაჟკაცო ლექსები. ფშავ–ხევსურეთი საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი კუთხეა, იქ მცხოვრები ხალხი კი ოდითგანვე გამოირჩევა გმირობით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სტუმართმოყვარეობით. გარდა ასეთი დადებითი თვისებებისა, ისინი განსაკუთრებული ნიჭიერებითა და მდიდარი ფანტაზიით არიან გამსჭვალულნი.
მთიელთა პოეტური ბუნება ისტორიულად მათივე ყოფითაა შეპირობებული. პრიმიტიულმა სოციალურმა პირობებმა და თვალწარმტაცმა ბუნებამ ამ ზღაპრულ მხარეში პოეზიის განვითარების ნოყიერი ნიადაგი შექმნა. ფშავ–ხევსურეთის პოეზიაში გაიფურჩქნა და უკვდავი გახადა ის იდეები და მისწრაფებანი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში უმღეროდნენ და შესტრფოდნენ უმშვენიერეს ხევ-ხუვებში გაფანტული სახალხო მთქმელ-პოეტები, რომელთა მიერ შექმნილი უმდიდრესი პოეტური ქმნილებანი ქართველი ხალხის ცხოვრებას, მრავალსაუკუნოვან ისტორიას, გმირულ წარსულს, მისი ეროვნული და სოციალური იდეალების გამოხატულებას, მშობლიური ქვეყნის მაჯისცემას, მამულისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და თავდადებას გვაგრძნობინებს.
ფშავ–ხევსურეთის პოეზიაში წამყვანი ადგილი საგმირო-სავაჟკაცო ლექსებს უჭირავს და ეს ბუნებრივიცაა; ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა უცხო დამპყრობელთა თუ სოციალური ბოროტების წინააღმდეგ. ჩვენი თანამემამულენი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად შინაური თუ გარეშე მტრების წინააღმდეგ და უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად. ხალხის ფანტაზიამ უსაზღვრო სიყვარულით დაგვიხატა ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირები. საქართველოში ადრიდანვე შეიქმნა გმირის კულტი, რაც ხალხურ პოეზიაშიც აისახა.
კომპოზიციის მიხედვით საგმირო ლექსები ორ დიდ კატეგორიად იყოფა: სიუჟეტიანი და უსიუჟეტო ლექსები. ამჟამად ჩვენ მხოლოდ ფშავ–ხევსურეთის უსიუჟეტო ხალხური საგმირო ლექსებით შემოვიფარგლებით. სამეცნიერო ნაშრომში მოგვყავს შესაბამისი ფოლკლორული რეალიები და ვახდენთ მათ რეცეფციას.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

