ფშაური ლექსიკა აკაკი შანიძის „მთის კილოთა ლექსიკონში“
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12191საკვანძო სიტყვები:
ფშაური დიალექტი, დარგობრივი ტერმინები, დიალექტური ლექსიკაანოტაცია
ქართული ენის მთის კილოთაგან ფშაური ენის ყველა დონეზე ხასიათდება თავისებური გამოთქმებით, მორფოლოგიური სტრუქტურითა და ეთნოგრაფიული თუ სამეურნეო ტერმინოლოგიით მდიდარი ლექსიკური ფონდით. აკაკი შანიძის „ქართული კილოები მთაში“ (1915; 1984) არის პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც, მთის სხვა კილოებთან ერთად, აღწერილია ფშაური. მასში შესული „მთის კილოთა ლექსიკონი“ დღემდე რჩება ამ კუთხეების ლექსიკური ფონდის შესწავლის მთავარ წყაროდ.
ნაშრომში, ა. შანიძის ლექსიკონში დაცული მდიდარი და მრავალფეროვანი ფშაური ლექსიკის ბაზაზე, გამოყოფილი გვაქვს დარგობლივი ლექსიკა, რომელსაც ვაანალიზებთ არა მხოლოდ მთის კილოების, არამედ ქართული ენის სხვა დიალექტთა მონაცემების გათვალისწინებით. ამასთანავე, მიზნად ვისახავთ ვაჩვენოთ, თუ რამდენად ძლიერია ფშაურ კილოზე ბარისა და ცენტრალური ქართულის (ქართლ-კახურის) გავლენა. კვლევის პროცესში გამოყენებულია ანალიზისა და სინთეზის, შედარებითი, აგრეთვე, კორპუსული კვლევის მეთოდები.
ლექსიკონზე მუშაობისას გამოიკვეთა საინტერესო და, ამავდროულად, ცოცხალი პროცესი ავტორის (ა. შანიძის) მიერ სალექსიკონო ერთეულთა განმარტებისა. ვგულისხმობთ ა. შანიძის მეტალექსიკოგრაფიულ კომენტა-რებს, რაც ხაზგასმით არის აღნიშნული ნაშრომში. მიგვაჩნია, რომ მეცნიერის ამგვარი მიდგომა პრაქტიკულად გამოსადეგი იქნება ლექსიკოგრაფიულ საქმიანობაში ჩართული თანამედროვე სპეციალისტებისთვის.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

