ართვინის პროვინციის კულინარიული კულტურის ზოგიერთი თავისებურება
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12194საკვანძო სიტყვები:
ართვინის პროვინცია, კულინარია, კვების კულტურაანოტაცია
ართვინის პროვინცია ჭოროხის აუზში, თურქეთის რესპუბლიკის შავი ზღვის რეგიონის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს. სამხრეთით იგი ესაზღვრება ერზურუმის პროვინციას, დასავლეთით და აღმოსავლეთით – რიზეს და არდაჰანის პროვინციებს; ჩრდილოეთით –საქართველოს რესპუბლიკას.
რეგიონის რთული ისტორია განაპირობებდა კულტურათა დიალოგის მრავალფეროვნებას საუკუნეთა განმავლობაში. გარდა ამისა, ერთი მხრივ, უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე, მეორე მხრივ, რთული რელიეფი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დეფიციტი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე და, შესაბამისად, კულინარიულ კულტურაზე. შეიძლება ითქვას, რომ ართვინელთა მრავალფეროვან სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ მაღალკალორიულ კერძებს. ამასთან, ბევრი მათგანი უძველეს დროშია შექმნილი და დღევანდელობამდე თითქმის უცვლელი სახით არის მოღწეული. რასაკვირველია, განუწყვეტელი ომიანობისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგები, ასე თუ ისე, ადგილობრივ სამზარეულოზეც აისახა და თვალსაჩინოა ადაპტირებისა თუ განვითარების პროცესიც.
წარმოდგენილ ნაშრომში ფართოდაა განხილული ართვინის პროვინციის კულინარიული კულტურის თავისებურებანი, ისტორიული და გეოგრაფიული პირობების, ყოველდღიური ყოფისა და სხვა ფაქტორების როლი ართვინული სამზარეულოს ფორმირების პროცესში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

