ყოფის ეთნოკულტურული მახასიათებლები

(ხევსურული ეთნოგრაფიული ლექსიკის მაგალითზე)

ავტორები

  • დავით შავიანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12195

საკვანძო სიტყვები:

ხევსურეთი, ეთნოგრაფიული ლექსიკა, ეთნოკულტურა

ანოტაცია

ქართველთა ეთნიკური ისტორიის, საერთო თვითშეგნების საფუძველზე შექმნილი ზოგადქართული კულტურის, მისი ლოკალური მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლის გზაზე უმნიშვნელოვანესია საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულების მკვიდრთა დიალექტებსა და მეტყველებებში არსებული ეთნოგრაფიული ტერმინებით გადმოცემული ყოფითი მახასიათებლების ერთმანეთთან, სალიტერატურო ენაში დადასტურებულით გადმოცემულთან შედარება; მსგავსი და განსხვავებული მნიშვნელობებით აღწერილი წარსულისა და დღევანდელობის კულტურული მოცემულობის კვლევა.

აღნიშნულმა, ჩვენი მომავალი კვლევის საგანმა („ეთნოგრაფიულ ტერმინთა ლექსიკონი“) და კონფერენციის თემატიკამ განაპირობა ხევსურული ეთნოგრაფიული ტერმინების საანალიზო თემად არჩევა.

ალექსი ჭინჭარაულის ავტორობით გამოცემული „ხევსურული ლექსიკონიდან“ არჩეული, ყოფით-კულტურული, რელიგიური ხასიათისა და სოციალური ურთიერთობების ამსახველი რამდენიმე ლექსიკური ერთეული შევუდარეთ ჩვენ მიერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში ინდივიდუალური თუ ჯგუფური ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს მოძიებულ, მსგავსი შინაარსის ეთნოგრაფიულ ტერმინებს.

კომპლექსურ-ისტორიული და შედარებითი ანალიზის მეთოდებით, სპეციალური ლიტერატურის მონაცემთა გამოყენებით ვიკვლიეთ ეთნოგრაფიული ტერმინები.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

შავიანიძე დ. (2025). ყოფის ეთნოკულტურული მახასიათებლები: (ხევსურული ეთნოგრაფიული ლექსიკის მაგალითზე). ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 258–266. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12195

გამოცემა

სექცია

სტატიები