ძეგლის ზიარეთის ზეპირი ისტორიები კლარჯეთიდან და ძეგლის ტრადიცია ფშავ-ხევსურეთში

ავტორები

  • მალხაზ ჩოხარაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12196

საკვანძო სიტყვები:

ფშავ-ხევსურეთი, კლარჯეთი, ძეგლის მთა, ზიარეთი, ძეგლის ტრადიცია

ანოტაცია

ჟამთააღმწერლის მატიანეში ნახსენებია ტოპონიმი ძეგლი, კერძოდ მთა, „რომელსა ეწოდების ძეგლი, რომელსა ზედა შენ არს ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელ არს [შორის] ოპიზას და მიძნაძორისა“.

ძეგლის მთა თურქეთშია, ისტორიულ კლარჯეთში, ოპიზის მახლობლად. მთაზე შემორჩენილია ეკლესიის ნაშთები. ადგილობრივთა მეხსიერება ინახავს ინფორმაციას არაერთი ძველი ტრადიციის, თაობათა რწმენა-წარმოდგენების შესახებ. ეკლესიასთან ზიარეთია. ზიარეთი და ზიარეთობის ტრადიცია ასოცირდება წმინდა ადგილების მოლოცვასთან, გარკვეული ვალდებულებების შესრულებასთან, მსხვერპლის შეწირვასთან და ა.შ.

მომლოცველობის ამ ტრადიციაში დღემდე ჩანს უძველეს კულტურათა მკაფიო კვალი, ასევე, რელიგიური სინკრეტიზმის პირობებში ტრანსფორმირებული რიტუალები, ქმედებათა წესი და რიგი, რომლებიც შეიძლება ერთგვაროვანი ჩანდეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისთვის, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის მოიძებნება სპეციფიკური, განმასხვავებელი დეტალები, რომლებიც ამა თუ იმ ხალხის ისტორიული, რელიგიური და კულტურული ეპოქების წიაღში ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მეტადრე ხევსურეთში, დასტურდება სიტყვა „ძეგლი“ და ასევე ამ სიტყვასთან დაკავშირებული ტრადიცია. „ძეგლი“ აღნიშნავდა გარკვეულ ვალდებულებას, დანაპირებს... ამ ვალდებულებას უკავშირდებოდა სალოცავზე მისვლა, გარკვეული რიტუალის აღსრულება და სხვ.

შეიძლება ითქვას, რომ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში „ძეგლი“ უკავშირდება სალოცავსაც და უძველეს რიტუალსაც. მეორე მხრივ, კლარჯული „ძეგლის“ მნიშვნელობასა და ადგილობრივთა ზეპირ ისტორიებზე საუბრისას მხედველობაშია მისაღები, რომ ჭოროხის აუზში ტოპონიმი დასტურდება სწორედ ნაეკლესიართან, რომელიც ამავე დროს არის ზიარეთობის ტრადიციასთან დაკავშირებული ადგილი.

„ძეგლი“ ჭოროხის აუზის არაერთ სხვა ტოპონიმთან, ასევე კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ მრავალფეროვან ნარატივებთან ერთად, კულტურული და ისტორიული ინფორმაციის, რეგიონის მოსახლეობის კოლექტიური მეხსიერების მეტყველი ფრაგმენტებია და კულტურული იდენტობის ფორმირებასა თუ საუკუნეთა განმავლობაში მის ტრანსფორმაციაზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, შეიძლება საუბარი ენობრივ ნიშნებზე, რომლებიც აკავშირებენ ადგილს ისტორიულ მოვლენებთან, ერთიანი ქართული კულტურული სივრცისთვის დამახასიათებელ ტრადიციებთან და კოლექტიური მეხსიერების ემოციურ ფრაგმენტებთან… მით უმეტეს, რომ სწორედ ამგვარი ტოპონიმებია „მეხსიერების ადგილები“, რომლებიც ზოგჯერ თითქოს მკაფიოდაც, მაგრამ როცა საქმე ეხება ჭოროხის აუზს, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში სიმბოლური ასოციაციების თანხლებით, აცოცხლებენ წარსულს აწმყოში.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-10-01

ციტირების წესი

ჩოხარაძე მ. (2026). ძეგლის ზიარეთის ზეპირი ისტორიები კლარჯეთიდან და ძეგლის ტრადიცია ფშავ-ხევსურეთში. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 267–284. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12196

გამოცემა

სექცია

სტატიები