თურქიზმები ფშაურსა და ხევსურულში

(ლექსიკური ანალიზი)

ავტორები

  • მირანდა ჭანკვეტაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12197

საკვანძო სიტყვები:

ხევსურული დიალექტი, ფშაური დიალექტი, თურქიზმები, ნასესხები ლექსიკა

ანოტაცია

ქართული ენის დიალექტოლოგიური ხაზი გამოირჩევა მრავალ-ფეროვნებით, სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთის დიალექტებს, რომელთა შორისაა ფშაური და ხევსურული დიალექტები. მიუხედავად ამ კუთხეების შედარებით გეოგრაფიული ჩაკეტილობისა, ამ მხარეში არსებულ ლექსიკურ ერთეულებში ვხვდებით ნასესხობებს. ისტორიულმა პროცესებმა, სოციალურ-ეკონომიკურმა კავშირებმა და მეზობელ კავკასიურ ხალხებთან ურთიერთობებმა განაპირობა თურქული წარმოშობის ლექსიკური ერთეულების შეღწევა ზემოთ ხსენებულ დიალექტებში.

მოცემული ნაშრომის კვლევის ობიექტს წარმოადგენს თურქიზმები –თურქული წარმოშობის ლექსიკური ერთეულები, რომლებმაც სპეციფიკური ადგილი დაიმკვიდრეს ფშავ-ხევსურეთის ცოცხალ მეტყველებასა და ფოლკლორში. ფშაურსა და ხევსურულ დიალექტებში ძირითადად გვხვდება მესაქონლეობასა და სასოფლო-სამეურნეო დარგებთან დაკავშირებული ტერმინები: ნიადაგთან და მესაქონლეობასთან დაკავშირებული ლექსიკა. მაგალითად: ყიში (კış) – მაგარი მიწა, ძნელად სათხრელი. ხევსურულში: ნაზამთრი მიწა, ძნელად დასამუშავებელი. თურქულში კış ლექსემა „ზამთარს“ ნიშნავს. ნაზამთრი მიწა კი ძნელად დასამუშავებელია. ქეჩი (კეçი) – „თხა“, ვაცი, რომელიც ცხვარს მიუძღვება ხოლმე. ქაშგარლი მაჰმუდის ლექსიკონში გვხვდება, როგორც ეçკü, თანამედროვე თურქულში – კეçი: თხა. თოხლი (ტოკლუ) – ბატკანი ერთიდან ორ წლამდე. თოხლია ბატკანი, რომელმაც ბატკანი გააჩინა. ძველ თურქულში ტოკლı – ქაშგარელი მაჰმუდის ლექსიკონში ნიშნავს ექვსი თვის ცხვარს. სევორთიანის ლექსიკონში მისი განმარტება შემდეგნაირია: ექვსი თვის ზემოთ, ერთ წლამდე ცხვარი. ტოკ სიტყვა ძველ თურქულში ნიშნავს „უთმო თავიან და ურქო ცხოველს“, „ლı“ კი სახელიდან სახელის მაწარმოებელი აფიქსია. თანამედროვე თურქულში მისი განმარტებაა: ორ წლამდე ცხვარი.

მთის დიალექტებში თურქიზმების ანალიზი საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ არა მხოლოდ ენობრივი სესხების მექანიზმებს, არამედ ისტორიულ-კულტურული კონტაქტების სურათსაც. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ ასპექტებზე: ფშავ-ხევსურულ დიალექტებში თურქიზმების სემანტიკური ჯგუფები, ფონეტიკური და მორფოლოგიური ტრანსფორმაცია, რომელიც განიცადა ნასესხებმა სიტყვებმა საანალიზო დიალექტებში.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

ჭანკვეტაძე მ. (2025). თურქიზმები ფშაურსა და ხევსურულში: (ლექსიკური ანალიზი). ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 285–291. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12197

გამოცემა

სექცია

სტატიები