სინდისის ფენომენი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“

ავტორები

  • მანანა ჭიჭინაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12198

საკვანძო სიტყვები:

ვაჟა-ფშაველა, პოემა „სტუმარ-მასპინძელი“, სინდისის ფენომენი

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია სინდისის ფენომენის მხატვრული და ფილოსოფიური ასპექტები ვაჟა-ფშაველას პოემაში „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც არა მხოლოდ ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირების ამსახველი ეპიკური თხზულებაა, არამედ  ადამიანის შინაგანი სამყაროს – სინდისის, მორალური პასუხისმგებლობისა და თავისუფალი არჩევანის – დრამატული მხატვრული ასახვაც.

პოემის ცენტრალური პერსონაჟები – აღაზა და ჯოყოლა განსხვავებული, თუმცა ერთნაირად ტრაგიკული გზით წარმოაჩენენ იმ წინააღმდეგობას, რომელიც წარმოიშვება ადამიანის შინაგან ხმასა და თემს, რელიგიურ ნორმებს შორის. განსაკუთრებით საგულისხმოა აღაზას სულიერი ბრძოლა, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება კონფლიქტი თემის კოლექტიურ მორალურ კოდექსსა და უნივერსალურ ჰუმანიზმს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სალიტერატურო კრიტიკაში განსხვავებული ინტერპრეტაციები არსებობს ზვიადაურის დატირების ეპიზოდის შესახებ, სტატიაში დასაბუთებულია, რომ აღაზას ეს ქმედება განპირობებულია არა ეროტიკული იმპულსით, არამედ წმინდა ადამიანური თანაგრძნობითა და თანაგანცდით.

პოემის პერსონაჟთა ქცევისა და შინაგანი მოტივაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ პოეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის მორალურ საფუძველს – სინდისს, ნამუსს, რომელიც თემის მიერ დადგენილი ეთიკური წესების პროდუქტი კი არ არის, არამედ  –პიროვნების შინაგანი იმპერატივით გამოვლენილი მოქმედება, ადამიანის „გულიდან გამოსული“. ამგვარ ხედვას სინდისი გამოჰყავს კულტურულ-ისტორიული დეტერმინაციის ფარგლებიდან და ამ პერსპექტივით ვაჟა-ფშაველა წარმოგვიდგება ტრანსკულტურული ჰუმანიზმის წარმომადგენლად, რომლის შემოქმედებაში ადამიანის შინაგანი თავისუფლება და უნივერსალური მორალური ღირებულებები თემურ და კონფესიურ საზღვრებს აღემატება.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

ჭიჭინაძე მ. (2025). სინდისის ფენომენი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 292–301. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12198

გამოცემა

სექცია

სტატიები