ფშაურ-ხევსურული ეთნოკულტურული მოდელი და გენდერული ასპექტები ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკაში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12199საკვანძო სიტყვები:
ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა, მთის ეთნოკულტურა, გენდერული ასპექტები, ფშავ-ხევსურეთიანოტაცია
ფშავ-ხევსურეთი თავისი ეთნოკულტურული მემკვიდრეობით წარმოადგენს ქართულ კულტურაში განსაკუთრებულ ფენომენს, სადაც ადათი, მორალი და ზნეობრივი კოდექსი ქმნის ცხოვრების მთავარ წესს. ამ კულტურულ სისტემაში გენდერული როლები მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუმცა მათ უკან ხშირად გვხვდება სოციალური დაპირისპირება, სიმბოლური ბალანსი და ეთიკური წესრიგი. ვაჟა-ფშაველა, როგორც მთის კულტურის წარმომადგენელი, ამ რეალობას არა მხოლოდ აღწერს, არამედ აანალიზებს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ტრადიცია და ჰუმანიზმი გენდერულ კონტექსტში.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია ფშაურ-ხევსურული ეთნოკულტუ-რული მოდელისა და გენდერული ურთიერთობების გაანალიზება ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილების საფუძველზე; თუ როგორ არის ორგანიზებული გენდერული ურთიერთობები ფშავ-ხევსურული ადათის სისტემაში; როგორ ახდენს ვაჟა-ფშაველა ამ ურთიერთობების ეთნოგრაფიულ და ზნეობრივ ინტერპრეტაციას; რამდენად სცილდება მისი ხედვა ტრადიციული სქესობრივი სტრუქტურის ჩარჩოებს და გვთავაზობს ჰუმანისტურ ალტერნატივას.
ფშაურ-ხევსურული საზოგადოება ფორმირდება ადათზე დაფუძნებულ სისტემად, სადაც ადამიანის ღირსება, სიმამაცე და შრომა უმაღლეს ფასეულობად ითვლება. თემის სოციალური ბალანსი შენარჩუნებულია კოლექტიური პასუხისმგებლობისა და ზნეობრივი სიწმინდის მეშვეობით.
ვაჟას ტექსტებში გენდერული საკითხები გადაიზრდება ზნეობრივ პრობლემატიკაში; ადამიანი ფასდება არა სქესით, არამედ სულიერი სიძლიერით. სწორედ ამ ჰუმანისტურ მიდგომაში ვლინდება მისი თანამედროვეობა – ავტორი ახერხებს ტრადიციული საზოგადოების ეთნოკულტურული რეალობის გააზრებას უნივერსალური ადამიანის თვალთახედვით.
ვაჟა-ფშაველას პუბლისისტურ წერილებში ტრადიცია და პროგრესი არ არის დაპირისპირებული, არამედ ერთმანეთის შემავსებელია. მთის კულტურაში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს არა ძალაუფლების, არამედ ღირსების, შრომისა და ზნეობის თანაბარ ურთიერთობას.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

