ეთნოლინგვისტური ანალიზი
(ეთნოგრაფიული და ლექსიკოგრაფიული წყაროების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12200საკვანძო სიტყვები:
ხევსურული საწესჩვეულებო ლექსიკა, ეთნოლინგვისტიკა, რიტუალური ტერმინოლოგია, სამგლოვიარო კულტურა, სულის კულტიანოტაცია
ხევსურული საწესჩვეულებო ლექსიკა წარმოადგენს ქართული ეთნოკულტურის მნიშვნელოვან სემანტიკურ ფენას, რომლის კვლევა აქტუალურია როგორც ლექსიკოლოგიური, ისე ეთნოლინგვისტური თვალსაზრისით. აღნიშნული ტერმინოლოგია ასახავს მთის საზოგადოების მსოფლმხედველობას, რელიგიურ ცნობიერებასა და გარდამავალი რიტუალების სისტემას, სადაც თანაარსებობს ქრისტიანული და წინაქრისტიანული რწმენა-წარმოდგენები.
კვლევის მიზანია ხევსურული საწესჩვეულებო ტერმინოლოგიის სემანტიკური სტრუქტურის, კულტურული კონტექსტისა და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ეთნოგრაფიულ და ლექსიკოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით. მეთოდოლოგიურად გამოყენებულია ლექსიკოგრაფიული ანალიზი, ეთნო-ლინგვისტური და კომპარატიული მიდგომა.
მასალა დაჯგუფებულია სამ ძირითად ქვეჯგუფად: 1) სიკვდილთან და სულის რიტუალთან დაკავშირებული ტერმინები; 2) სარიტუალო პურის სახელწოდებები და მათი სიმბოლიკა; 3) რიტუალის მონაწილეები და მათი ფუნქციები.
ანალიზმა ცხადყო, რომ აღნიშნული ლექსიკური ერთეულები წარმოადგენენ ეთნოკულტურულ კოდებს, რომლებიც გამოხატავენ კოლექტიურ მეხსიერებას.კვლევა ხელს უწყობს ქართული ენობრივი ცნობიერების ისტორიული განვითარების უფრო ღრმა გააზრებას და ნათელს ხდის იმ კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობებს, რომლებიც ენაშია ჩადებული.
ხევსურული საწესჩვეულებო ლექსიკა თავისი მნიშვნელობითა და სემანტიკური სტრუქტურით ასახავს მთის ხალხის ეთნოგრაფიულ და სულიერ მემკვიდრეობას. თითოეული ტერმინი არა მხოლოდ ლექსიკური ერთეულია, არამედ კულტურული კოდის მატარებელი, რომელიც აერთიანებს რწმენით წარმოდგენებს, სოციალურ ურთიერთობებსა და ადამიანისა და სამყაროს მიმართებას. ხევსურული ტერმინოლოგია წარმოაჩენს გარდამავალი რიტუალების სისტემას, სადაც პური, ხუცესი, სული და ხსოვნა ქმნიან ადამიანისა და ზებუნებრივი სამყაროს შორის ხიდს. პრაქტიკული თვალსაზრისით, ნაშრომი აერთიანებს დიალექტურ, ლექსიკოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ მასალას, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალი კვლევებისთვის.აღნიშნული ლექსიკის შესწავლა მნიშვნელოვანია ქართული ენის კულტურულ-რელიგიური სემანტიკისა და თანამედროვე ეთნოლინგვისტური კვლევებისათვის.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

