ქართული ტოლერანტობის ერთი გამოვლენის შესახებ

ავტორები

  • თემურ ჯაგოდნიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12202

საკვანძო სიტყვები:

ვაჟა-ფშაველა, ქართული ფოლკლორი, გლობალიზმი, ტოლერანტობა

ანოტაცია

ტოლერანტობა თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტუროლოგიური შინაარსის მატარებელი მოვლენის ამსახველი საერთაშორისო ტერმინია. სტატიაში ეს ტერმინი  გამოყენებულია ერთ სახელმწიფოში ორი ან მეტი ეთნოსის მშვიდობიანი თანაარსებობის, კულტურათა სფეროში მულტიკულტურალიზმის სასაფუძვლო ცნების შინაარსის გამოსახატად, რომლის ქართულ ანალოგად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემწყნარებლობა.

თემის აქტუალობა განისაზღვრება იმით, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად სხვადასხვა ეთნოსების მშვიდობიანი თანაარსებობით გამორჩეული ქვეყანაა, სადაც დომინანტი ქართული კულტურა არასოდეს ყოფილა შემზღუდავი და მდევნელ-შემავიწროვებელი საქართველოს ხიზანი ეთნოსებისა და მათი კულტურული იდენტობისა.

სტატიაში ანალიზისა და სინთეზის, ტექსტის ემპირიული კვლევის მეთოდებით გამოვლენილი და დადგენილია, რომ ქართველი ხალხი და მისი კულტურა თავისთავად, მენტალურად არის ტოლერანტული.

მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს ტოლერანტობის ასპექტში ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძლისა“ და ქართული ფოლკლორული თქმულების – „ყარაული შიბუს ჭალაში“ კომპარატივისტული ანალიზი. გაკეთებულია დასკვნა, რომ ქართული ტოლერანტობა ისტორიით განპირობებული მოვლენაა და მისი გასაოცარი შინაარსი უკვე ქართველი ხალხის ზეპირ უავტორო ლიტერატურაშია წარმოდგენილი.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

ჯაგოდნიშვილი თ. (2025). ქართული ტოლერანტობის ერთი გამოვლენის შესახებ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 330–336. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12202

გამოცემა

სექცია

სტატიები