ალექსი ოჩიაური – ფშავ-ხევსურეთის მოამაგე

ავტორები

  • ნათია ჯალაბაძე თსუ ითსუ ივანე ჯავახიშვივანე ჯავახიშვილის სახელობისლის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12203

საკვანძო სიტყვები:

ალექსი ოჩიაური, ფშავ-ხევსურეთი, მთიელთა ტრადიციული ყოფა, ეთნოგრაფიული ჩანაწერები

ანოტაცია

ალექსი ოჩიაური იმ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც  გიორგი ჩიტაიასა და ვერა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით 1930-იანი წლებიდან  ჩაებნენ ენიმკის  (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი) ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ ფართოდ გაშლილ შემკრებლობით საქმიანობაში; იგი იყო ფშავ-ხევსურეთის ყოფის უბადლო მცოდნე; პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, სისტემატურად იწერდა მთიელთა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს. ავტორი, როგორც თვითმხილველი და უშუალო მონაწილე, ზედმიწევნით ზუსტად და დეტალურად აღწერდა იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ცოცხალ ტრადიციებს.

ალ. ოჩიაურის მიერ შეკრებილი ფშაველთა  და ხევსურთა რელიგიური და სოციალური ყოფის ამსახველი განუზომლად ფასეული მასალების ნაწილი გამოცემულია. მისი გამოუქვეყნებელი ხელნაწერები  დაცულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში.

ალ. ოჩიაურის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველ მთიელთა ტრადიციული  ყოფის და მეზობელ კავკასიელ მთიელებთან მათი ურთიერთობის შესწავლის საქმეში.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-10-01

ციტირების წესი

გამოცემა

სექცია

სტატიები