შალვა ნუცუბიძის მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8028საკვანძო სიტყვები:
ქართული ფილოსოფიური აზროვნება, შალვა ნუცუბიძის მოღვაწეობაანოტაცია
ქართველი ერი კაცობრიობის ისტორიაში მუდამ გამოირჩეოდა კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის განვითარების მაღალი დონით. ამ კუთხით და განსაკუთრებით ფილოსოფიის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანია მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის შალვა ნუცუბიძის როლი. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, ქართული რენესანსის ცნების დადგენა და, საერთოდ, ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარების მნიშვნელოვანი მომენტები. აღსანიშნავია ისიც, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფარცხანაყანევის (სადაც დაიბადა შალვა ნუცუბიძე) პირველ სკოლას შორის არსებობს გარკვეული ურთიერთობა.
ნაშრომის სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ახლებურადაა წარმოდგენილი იმერეთისა და შალვა ნუცუბიძის ურთიერთობის საკითხი; ყურადღება გამახვილებულია შალვა ნუცუბიძისა და საქართველოს ამ ერთ-ერთი ულამაზესი მხარის დამოკიდებულებაზე. ბიოგრაფიული მომენტებიდან მოტანილია ისეთი ფაქტები, რომლებიც ხაზს უსვამს მეცნიერისა და იმერეთის ურთიერთკავშირმეცნიერისა ურთიერთკავშირს.
შალვა ნუცუბიძის მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად ითვლება ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარება, ხაზგასმა იმისა, რომ ცნობილი არეოპაგიული წიგნების ავტორი იყო მე-5 საუკუნის მოღვაწე პეტრე იბერი და არა პირველი საუკუნის მკვლევარი დიონისე არეოპაგელი. ამ კუთხით საინტერესოა შალვა ნუცუბიძის ნაშრომი „დიონისე არეოპაგელის საიდუმლეობა“. ნაშრომში შალვა ნუცუბიძე ასაბუთებს, რომ არეოპაგული წიგნების ავტორი იყო პეტრე იბერი, რომელიც შემდგომში გახდა წყარო შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობისა. შალვა ნუცუბიძის მოღვაწეობის დამაგვირგვინებელი გახდა აღმოსავლური რენესანსის თეორია, რომელსაც დასაწყისში ბევრი მოწინაღმდეგე გამოუჩნდა.
მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან აღიარება მოიპოვა არა მარტო ამ თეორიამ, არამედ მისმა ავტორმაც. თეორია ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ აღმოსავლური რენესანსი წინ უსწრებდა დასავლური რენესანსის განვითარებას. უფრო მეტიც, ეს წინსწრება რამდენიმე საუკუნითაც კი შეიძლება განისაზღვროს. აღსანიშნავია ისიც, რომ შალვა ნუცუბიძე აღმოსავლურ რენესანს აღიარებდა, მაგრამ მას მხოლოდ ევროპულ მოვლენად მიიჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლურ რენესანსზე მინიშნება სხვა ქართველ მეცნიერებსაც ჰქონდათ, მაგრამ თვით ფაქტი აღმოსავლური რენესანსის თეორიისა სწორედ შალვა ნუცუბიძის სახელთან ასოცირდება.
ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ შალვა ნუცუბიძის არეოპაგული საიდუმლოს ამოხსნა საფუძველი გახდა აღმოსავლური რენესანსის ცნების დადგენისა და იგი წინ უსწრებდა დასავლურ რენესანსს.