იმერეთის თემა ძველ ქართულ მწერლობაში

ავტორები

  • ომარ გვეტაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8030

საკვანძო სიტყვები:

ძველი ქართული მწერლობა, იმერეთის თემა, ფეშანგის შემოქმედება

ანოტაცია

ძველ ქართულ მწერლობაში ხშირად არის ძირითად თემად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ამბები. განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ საქართველოს – კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა (აბოს წამება, ევსტათი მცხეთელის წამება, გობრონის წამება და სხვა). იმერეთზე ამ კუთხით ნაკლებადაა ყურადღება გამახვილებული, თუმცა აღორძინების ხანაში დაიწერა რამდენიმე ისეთი ნაწარმოები, რომელშიც ავტორები ამჟღავნებენ თავიანთ დამოკიდებულებას იმერეთისადმი, საუბარია აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის, საფიქრალისა და საზრუნავის შესახებ.

აღორძინების ხანის მწერალთა პოემები, რომლებიც ეძღვნება მეფეებს, ცნობილ პიროვნებებს, ფაქტობრივად არის ისტორიული მოვლენების გალექსვა. ისეთი მხატვრული სამკაულები, როგორიცაა მეტაფორა, ეპითეტი და გამოსახვის სხვა ხერხები, ამ პოემებში გამოყენებული არ არის. სათქმელი გადმოცემულია რუსთველური თექვსმეტმარცვლიანი შაირით. თუმცა იგრძნობა დაპირისპირება „სპარსულ ნაჭორ“ ამბებთან და ეროვნულ თემატიკაზე ყურადღების გამახვილება, რაც ნაციონალური ეპოსის დამკვიდრების ნიშანი იყო.

ფეშანგის შემოქმედების შესახებ ქართული ლიტერატურის ისტორიაში არ არის საუბარი გამოწვლილვით, ძირითადად გადმოცემენ პოემის შინაარსს. ზოგადად მითითებულია, რომ იგი ამახინჯებს ისტორიულ სინამდვილეს, არის სახოტბო პანეგირიკის ავტორი და, რაც მთავარია, ავლენს კუთხურ პატრიოტიზმს. ეს შეხედულებანი გადახედვას საჭიროებს. ჯერ ერთი, მხატვრულ ნაწარმოებს არ მოეთხოვება ისტორიული რეალობის დეტალურად გადმოცემა, არ შეიძლება მას შევხედოთ როგორც მატიანეს. მეორეც, ფეშანგი თავის პოემაში საქართველოს გაერთიანების მომხრეა, ყოველ შემთხვევაში, იგი აქებს რა შაჰნავაზს და არჩილს, მიზანი ერთი აქვს: მეფისადმი პატივისცემა და ხალხის ერთიანობა, მათი ერთგულება მეფისადმი. იმერეთი პოემაში ნახსენებია 27-ჯერ, ხოლო ქუთაისი – 6-ჯერ.

ნაშრომში პოემის ტექსტიდან მოტანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ფეშანგი არ არის კუთხური პატრიოტიზმის გამომხატველი, არამედ ეროვნული თვალთახედვით და ობიექტურად აფასებს იმერეთში განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები