იმერიზმები ზურაბ კუხიანიძის პოეზიაში

ავტორები

  • ვაჟა დანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8040

საკვანძო სიტყვები:

ზურაბ კუხიანიძის შემოქმედება, იმერიზმები, დიალექტური ლექსიკა

ანოტაცია

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში აქტიურად იყენებენ ხალხის სალაროდან შეთვისებულ ლექსიკურ მარაგს, აცოცხლებენ მივიწყებულ სიტყვებს, ქმნიან საავტორო ნეოლოგიზმებს, რითაც ამდიდრებენ სალიტერატურო ენას. ამ სიტყვების გამოყენებით ძლიერდება ექსპრესია, ემოციურობა. ასეა საქართველოშიც.

ამ მხრივ საინტერესო შემოქმედი გახლავთ ქუთაისელი ზურაბ კუხიანიძე, რომლის პოეტური ენა თანაბრად ხიბლავს სხვადასხვა თაობისა თუ გემოვნების მკითხველს, ამიტომ ის მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ნაშრომის მიზანია, შეძლებისდაგვარად გაარკვიოს, ზურაბ კუხიანიძის პოეტურ სამყაროში რა როლს თამაშობს და რა მიზნით არის გამოყენებული დიალექტიზმები, კერძოდ, იმერიზმები, რომელთამეშვეობითაც, ზოგადად, ბუნებრივი ელფერი ეძლევა თხრობას, იქმნება არა მხოლოდ მშობლიური კუთხის ეთნოკოლორიტი და წარმოჩინდება ადგილობრივი რეალიები, რაც უდიდეს მხატვრულ ეფექტს იძლევა და ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს, არამედ აშკარავდება მწერლის ჩანაფიქრი და განცდები. როგორც პოეტი ოთარ მამფორია შენიშნავს: „ლექსებს სულის საგზალივით დაატარებს და მათს დაცვარულ სტრიქონებში ქართული მიწის ფეთქვა მესმის“.

ზურაბ კუხიანიძის ლექსებში ჩანაფიქრის უფრო ნათლად წარმოსაჩენად  მნიშვნელოვანი  ფუნქცია  სწორედ  კუთხურ  მეტყველებას ეკისრება, უმთავრესად – იმერიზმებს, და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მწერლის პოეზია ნასაზრდოებია იმ მიწის სიყვარულით, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ეს იმერეთია. როგორც თავად აღნიშნავს, იმერელ გლეხთან საუბრისას, „იმე, ერთია!... მაინც რომელი? იმერეთია“. ამიტომაც მის შემოქმედებაში იმერიზმები ბუნებრივი მოვლენაა – ამ კუთხის დიალექტისთვის „კარის გაღებით“ ლექსიკური მრავალფეროვნებაა უზრუნველყოფილი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები