პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ბიოგრაფიიდან (ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდი)

ავტორები

  • იამზე ვაშაკიძე კავკასიის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8042

საკვანძო სიტყვები:

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის მოღვაწეობა ქუთაისში, აწსუ დიალექტოლოგიის ინსტიტუტი

ანოტაცია

ჩვენი მიზანია პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ზოგიერთი ბიოგრაფიული ეპიზოდის წარმოჩენა და დაზუსტება სოციალურ ქსელში გავრცელებული მისივე წერილებისა და ჩანაწერების მიხედვით. ეს მასალები საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ მათში თავს იჩენს საზოგადოებრივი ყოფისთვის ჩვეული წინააღმდეგობანი, ასევე – ის პიროვნული მახასიათებლები, რომლებმაც მეტ-ნაკლებად განსაზღვრეს პროფ. ტარიელ ფუტკარაძის დაძაბული, მოუსვენარი და ამავე დროს საინტერესო ცხოვრება.

ჩანაწერების ავტორის მთავარი ამოცანაა სიმართლის დაცვა როგორც ერის, ისე პიროვნული ისტორიის წარმოჩენისას, „რომ გამყალბებლებმა ამჟამინდელი თუ მომავალი თაობები არ დააბრკოლონ“. ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით ის ასევე გვაწვდის ინფორმაციას თანამედროვეებზეც, კერძოდ: ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მაშინდელრექტორზე– პროფ. მაგალითოდუაზე, რომელმაცახალგახსნილი დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად დანიშნა და ხელი შეუწყო ინსტიტუტის საქმიანობასა და, ზოგადად, ქართველოლოგიური კვლევის განვითარებაში; მეგობარ კოლეგებზე, რომელთა წრეშიც იბადებოდა ახალი იდეები სამეცნიერო სფეროში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე, რომელთანაც, განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის მიუხედავად, აკავშირებდა ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო საქმის ინტერესები და სხვ.

ტ. ფუტკარაძისათვის ყველაზე დიდი და სასარგებლო პოლიტიკაა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს მოქალაქეთა კონსოლიდაციისათვის, სწორი, მეცნიერულად არგუმენტირებული ორიენტირების დამკვიდრებისათვის. მას ახალი ძალით ავსებს უანგარო მხარდაჭერა საერთო ეროვნულ საქმეში, ურთიერთობა ღირსეულ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი პირადი ცხოვრებით ქმნიან „ეროვნულ უტეხ სულს“.

ქუთაისი პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრების საუკეთესო ნაწილია; ქუთაისური სამეგობრო ის „ტკივილიანი სიყვარულით შედუღაბებული“ გარემოა, სადაც შესაძლებელია დასვენებაც და შემოქმედებითი მუშაობისათვის ძალების მოკრებაც. მთავარი ორიენტირი ქუთაისის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ტრადიციებია, რომელთაც ქმნიდნენ „ქართველური ენობრივი სამყაროს დანაწევრების“ იმპერიული „მცდელობის“ წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. თავისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით პროფ. ტარიელ ფუტკარაძეც ამ ტრადიციის გამგრძელებელთა რიგში დგას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები