ალექსანდრე ორბელიანი და იმერეთი

ავტორები

  • ნინო ვახანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8043

საკვანძო სიტყვები:

XIX საუკუნის ქართული მწერლობა, ალექსანდრე ორბელიანი, 1832 წლის შეთქმულება

ანოტაცია

ალექსანდრე ორბელიანი ჩვენი მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 1832 წლის შეთქმულების მეთაურსა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მგზნებარე მებრძოლს აკაკი წერეთელი ფანატიკოს პატრიოტად მოიხსენიებს. „ძალიან მომწონს იმერეთი და მიყვარს იმერლებიო“, – უთქვამს ალექსანდრე ორბელიანს ახალგაზრდა აკაკისთვის. რომანტიკოს მწერალს მიაჩნდა, რომ ქართული სული უფრო კარგად იყო შემონახული იმერეთში, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში.

ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი და სხვა ქართველი 60-იანელები დიდი სითბოთი და გულწრფელი პატივისცემით მოიხსენიებენ ალექსანდრე ორბელიანს.

მწერლის შემოქმედებაში იმერეთი სამ ასპექტშია ნაჩვენები: ერთი, როგორც იმერული (ნამდვილქართული) სიმღერების (ღიღინების) შემქმნელ-შემომნახველი კუთხე, მეორე, პოლიტიკურ ასპექტში – მოთხრობილია კრწანისის ომში იმერეთის მონაწილეობის პერიპეტიები და მესამე, იმერეთსა და იმერლებს ვხედავთ დაკითხვის ოქმებში, რომლებიდანაც შესაძლებელია დაახლოებითი სიზუსტით გაირკვეს იმერეთის როლი 1832 წლის შეთქმულებაში.

ალექსანდრე   ორბელიანი   სანდო   და   მართალი   მთხრობელია. მან იცის სიმართლე წარსულის შესახებ ცოცხალი ინფორმატორების მონათხრობითაც. მაშასადამე, მისი თხზულებები თანამედროვე მკითხველისათვის მრავალმხრივაა საყურადღებო, მათშორის– მხატვრულ- დოკუმენტურ თხზულებებში იმერეთის ცხოვრების ასახვით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები