ელგუჯა თავბერიძის ბიოგრაფიული რომანის „თოვლი მკათათვეში“ ენობრივ-შემოქმედებითი სამყარო

ავტორები

  • თამილა ზვიადაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8044

საკვანძო სიტყვები:

ელგუჯა თავბერიძის რომანი „თოვლი მკათათვეში“, მწერლის ენობრივი სამყარო, ლექსიკა-ფრაზეოლოგია

ანოტაცია

მხატვრული  ტექსტის  ღირებულება  მასში   ვერბალიზებული იდეის მკითხველისათვის ადეკვატური მიწოდების ეფექტურობით განისაზღვრება. ეფექტურობის საფუძველი კი ენაა.

ელგუჯა თავბერიძის ბიოგრაფიული რომანები საინტერესოა არა მხოლოდ იდეურ-მხატვრული კონცეფციის, ავტორისეული ხედვის თვალსაზრისით, არამედ იმ ენობრივ-სტილისტიკური თავისებურებებით, რაც ქმნის  ავტორის ინდივიდუალურ ხელწერას.

რომანი „თოვლი მკათათვეში“ თადა აშორდიას მიერ მეგრული ანბანის შესაქმნელად გაწეულ „ღვაწლზე“ მოგვითხრობს. მასში წარმოდგენილია მეტად საინტერესო დოკუმენტური მასალა – ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის, თედო ჟორდანიასა და სხვათა პუბლიცისტური წერილები, პამფლეტები. წიგნის ავტორს მიზნად აქვს საზოგადოებრივი აზრის განვითარების ჩვენება და დანახვა იმ წინააღმდეგობისა, რაც თადა აშორდიასა და ძმათა მისთა უკუღმართობამ  წარმოშვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა ენობრივი რესურსით ახერხებს მწერალი საკმაოდ რთული ეპოქის დახატვას, ცნობილ ადამიანთა წარმო- ჩენას ისე, რომ საინტერესო მხატვრული სახეები შექმნას, დოკუმენტური მასალა რომანად შეკრას და მკითხველზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინოს.

კვლევამ აჩვენა, რომ ელგუჯა თავბერიძის ენობრივი სტილისათვის დამახასიათებელია:

  • ზეპირსიტყვიერებისათვის ნიშანდობლივ ფორმათა ვარიანტულობა, ბუნებრივი, სალაპარაკო ენასთან მაქსიმალურად მიახლოებული, მაგრამ აზრობრივი აქცენტების გადანაწილებით გამდიდრებული ენა;
  • გამოთქმათა მოდელის კონსტრუირება, რაც უზრუნველყოფს კონტექსტის შესაბამისად აღქმას;
  • მრავალფეროვანი ირონიის ლინგვისტური მახასიათებლები: ორიგინალური შედარებები, რომლებიც იქმნება -ვით თანდებულიან სახელთა საშუალებით, მეტაფორულად გადააზრებული ფრაზები, განსხვავებულად აგებული წინადადებათა კონსტრუქციები.

მნიშვნელოვანია მათი არა მხოლოდ აღნუსხვა, არამედ სტილისტიკური ფუნქციის დადგენა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები