კომუნიზმის მსხვერპლთა ასახვის სპეციფიკა საბჭოთა ფოლკლორში (იმერული ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით)

ავტორები

  • ეთერ ინწკირველი კავკასიის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8047

საკვანძო სიტყვები:

ქართული საბჭოთა ფოლკლორი, იმერული ზეპირსიტყვიერება, „წითელი“ ტერორი

ანოტაცია

საბჭოთა ხელისუფლებამ სათავეში მოსვლისთანავე  სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტრადიციულ საზოგადოებრივ წყობას და მასთან დაკავშირებულ ყველა სოციალურ ჯგუფს „კლასობრივი მტრის“ ბრალდებით  ასამართლებდა.  მტერი  იყო  ყველა,   ვინც   ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციურ ელემენტად მიიჩნია საბჭოთა მთავრობამ. თავდაპირველად ამ ჯგუფში უყოყმანოდ მოხვდა სამეფო კართან დაახლოებული თავადაზნაურობა და სამღვდელოება; პოლიტიკური მარგინალიზაციის მომდევნო ჯგუფს სოციალ-დემოკრატების მენშევიკური ფრთა წარმოადგენდა და ბოლოს ხალხის მტრის ძიება ბოლშევიკებმა საკუთარ წრეებშიც დაიწყეს უკლონისტების სახით. პიროვნულ- პოლიტიკური შიდადაპირისპირებების პარალელურად გაღვივდა პოლარიზაცია გლეხობაში, რაც ე.წ. კულაკებისა და პროლეტარების კონფლიქტში გამოიხატა. ეს პრობლემა უშუალოდ ეხებოდა  სოფელს და გლეხებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავისებური ასახვა ჰპოვა ზეპირსიტყვიერებაში.

ფოლკლორში კომუნიზმის მსხვერპლთა ასახვის სპეციფიკის კვლევამ გამოავლინა, რომ პროლეტარულმა საზოგადოებამ გაიზიარა სოციალისტური სამართლიანობის აღდგენის იდეა და წითელი ტერორის მთავარი   თეზისი.   შედეგად,   საბჭოთა   ფოლკლორში   გავრცელებულია „კლასობრივი მტრების“ მიმართ სიძულვილი. თუმცა ფოლკლორში თითქმის არ გვხვდება „ხალხის მტრები“, და თუ გვხვდება, ისიც მხოლოდ „კლასობრივი მტრის“ მნიშვნელობით. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ბოლომდე გაუგებარი გახდა სტალინური რეპრესიების არსი და არაპერსონიფიცირებული „ხალხის მტრების“ ცნება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები