იმერული ლექსიკისათვის (ოკრიბული მეტყველების მიხედვით)

ავტორები

  • მარიკა თედორაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თეონა მაჭავარიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8048

საკვანძო სიტყვები:

იმერული დიალექტი, ოკრიბული მეტყველება, დიალექტური ლექსიკა

ანოტაცია

სალიტერატურო ენის ლექსიკური ფონდის შესწავლისათვის მნიშვნელოვანია დიალექტებში დავანებული სიტყვაფორმების აღნუსხვა და შესწავლა. მით უფრო, დროთა განმავლობაში თანდათან დავიწყებას ეძლევა გარკვეული სიტყვები, რომლებიც ჩვენი ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სტატიაში განვიხილავთ იმერეთში, კერძოდ, ორპირის თემში შემავალ სოფლებშიჩაწერილსაინტერესოსიტყვაფორმებს.მასალაჩაწერილიააწსუ-ს ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კველევითი ინსტიტუტის (ამჟამად  პროფ.  ტარიელ  ფუტკარაძის  სახელობის  ქართველოლოგიის სამეციერო-კვლევითი ცენტრის) თანამშრომელთა მიერ 1993-1998 წლებში. საანალიზო  ლექსიკური  ერთეულები  შევუდარეთ  ქართული  ენის განმარტებით  ლექსიკონსა და სხვადასხვა დიალექტურ  ლექსიკონებს. გაანალიზებული სიტყვების ნაწილი არ არის    დაფიქსირებული ლექსიკონებში.  მაგ.:  აცხოკი  (პატარა,  მცირე);  სამპორტყალა (სამწვერა, ერთგვარი ჯოხი); ფახუცა (ძლიერ  დაკოჭლებული); ყურზა-მურზა (სხვადასხვა  ზომისა  და ფორმის  ქვები);  წაჭინჭყალებული  (შეზარხო- შებული);  ნაწილი კი შეიძლება იყოს დადასტურებლი ლექსიკონებში, მაგრამ განსხვავებული ფორმით ან სემანტიკით. მაგ.: გაღაღანებული (გამთბარი, გახურებული); გაძგრიალებული (გაწკრიალებული, კარგად მოწყობილი); დეიყურყუნა (ფრინველის ხმიანობა); კონტლები (პატარები, ერთმანეთის მიყოლებით); მორკოლავ  (დაგეგმავ, შემოხაზავ)...

ცალკე გამოვყავით სიტყვები, რომლებიც დასტურდება სხვა კილო- ებში, თუმცა იმერულ დიალექტურ ლექსიკონებში არ არის აღნიშნული. მაგ.: მოჟღლიმო (მოსრესა, მოჭყლეტა); ნაკლე (ნაკლის მქონე); ნახო (ღომის ნარჩენი, ჩენჩო); სარაყუდა (მაღალი ადამიანი); ყვინტილოფს (თვლემს, ყვინთავს).

შედარებით ნაკლები რაოდენობით დადასტურდა უცხოენოვანი სიტყვაფორმები. ხშირია რუსული წარმომავლობის სიტყვები: პლატუკი (ცხვირსახოცი); რედისკა  (ბოლოკი);  ყუმუსი (თურქ.) (ნეშომპალა).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები