იმერეთი ელგუჯა თავბერიძის მხატვრულ ქრონიკებში (რომანის „ქარის ფრთების“ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8049საკვანძო სიტყვები:
თანამედროვე ქართული მწერლობა, იმერეთი ელგუჯა თავბერიძის შემოქმედებაში, რომანი „ქარის ფრთები“ანოტაცია
ძველი ამბების მხატვრულ ქსოვილში მოქცევა მწერლობის მნიშვნელოვანი ფუნქციაა. დოკუმენტურობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, როცა ქართული კულტურის უპირობო ლიდერზე – ქართულ ლიტერატურაზე გვიწევს საუბარი. ჩვენი ნაციონალური ყოფა მეხსიერებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კულტურათა ასიმილაციის გარდაუვალ პროცესებში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ელგუჯა თავბერიძე იმერეთთან ასოცირებული მწერალია. იგი დავით კლდიაშვილის, რეზო ჭეიშვილის, ოტია იოსელიანის სივრცეში თანაარსებობს, ქმნის და იღვწის, რათა თანამედროვე საინფორმაციო-საოკუპაციო ომში მეხსიერებიდან არ ამოიშალოს ის, რაც გლობალიზაციის ეპოქაში სასიცოცხლოდ გვჭირდება.
ელგუჯა თავბერიძეს, როგორც მწერალს, აქვს შესანიშნავი ინტუიცია. იგი ყოველთვის გრძნობს ეროვნულ მაჯისცემას და როგორც შემოქმედი ყოველთვისაქტიურია, როცანაციონალურყოფაშისაჭირომნიშვნელობების აღქმა სუსტდება. ელგუჯა თავბერიძის მხატვრული სამყარო თავისი დინამიური ნარატივებით, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით, ზუსტად მიგნებული ნაციონალური აქცენტებით და, რაც მთავარია, დოკუმენტურობით სწორედ ასეთი მნიშვნელობების შემცველია. ამასთან, დოკუმენტურობა მწერლის ერთ-ერთი სარწმუნო, სანდო არგუმენტია. მისი წიგნები – „ხეზე ასვლა“ და „ქარის ფრთები“ – ძველი ამბების ქრონიკებია, რომელთა შეფასებისას მხოლოდ მხატვრული მნიშვნელობით ვერ შემოვიფარგლებით, რადგან ქუთაისელთა მეხსიერებას შემორჩენილი იღბლიანი ამბების გამხატვრულებას თავისი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. მწერლისთვის დამახასიათებელი სტილური ექსპრესია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები ამ ამბებს იმ შთამბეჭდაობას ანიჭებს, რომელიც ჩვენს ისტორიულ-კულტურულ მოცემულობაში ელგუჯა თავბერიძის, როგორც მწერლის, თვითმყოფადობას უზრუნველყოფს.