ზმნისწინთა ფონეტიკური ნაირსახეობები ზემოიმერულში

ავტორები

  • მარიამ კობერიძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8051

საკვანძო სიტყვები:

იმერული დიალექტი, ზემოიმერული მეტყველება, ზმნისწინი, ფონეტიკური ცვლილებები

ანოტაცია

ზმნისწინი ზმნის ერთ-ერთი რთული და საინტერესო ნაწილია. ამას განაპირობებს მისი რაოდენობა, ფუნქცია და ის ფონეტიკური ცვლილებები, რაც მასთან დაკავშირებით დიალექტებში გვხვდება.

სტატიაში გაანალიზებულია ზმნისწინის  შემადგენელი  ო ხმოვნითი ელემენტის ზოგი ფონეტიკური ცვლილების (ასიმილაციის, დისიმილაციის) შედეგად წარმოქმნილი ვარიანტების პარალელური გამოყენების შემთხვევები ზემოიმერულში. კვლევა ემყარება სხვადასხვა დროს  ჩაწერილ და გამოქვეყნებულ ტექსტებს.

კვლევის აქტუალობასა და სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქრონოლოგიურად შესწავლილია დიალექტური  მასალა,  გამოვლენილია ო ხმოვნის შემცველ ზმნისწინებში დიალექტური ვარიანტები და ანალოგიური შემთხვევები (იცვლება თუ არა ერთი და იმავე წესით პოზიციის მიხედვით) იმერულთან და ქართული ენის სხვა დიალექტების მონაცემებთან შეპირისპირებით.

გამოქვეყნებული დიალექტური ტექსტების ქრონოლოგიურად შესწავლის საფუძველზე დადასტურდა, რომ ქართულ სალიტერატურო ენაში არსებული ზმნისწინები მო-, ამო-, გამო-, გადმო-, შემო-, ჩამო-, წამო- ზემოიმერულში ფონეტიკური ცვლილების შედეგად წარმოდგენილია შემდეგი სახით: მო→მა; მო→მე; მო→მუ; ამო→ამე; გამო→გამა, გამო→გამე; გადმო→გადმე; შემო→შამე;  შემო→შემე; ჩამო→ჩამე; წამო→წამე. გაანალიზებულ   მასალაში არ გვხვდება მიმო- ზმნისწინის ფონეტიკური ცვლილება. ჩაწერილ დიალექტურ ტექსტებში მთქმელი ხშირად სალიტერატურო ენის ფორმების პარალელურად ზმნისწინის რამდენიმე დიალექტურ ვარიანტს იყენებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ო ხმოვნის შემცველ ზმნისწინთა ფონეტიკური ცვლის პოზიცია და შედეგი მსგავსია იმერულისა და ქართული ენის სხვა დიალექტებისა. ო ხმოვანი იცვლება მომდევნო მ- ობიექტური პირის ნიშნის,  პრეფიქსისეული  (ე-, ი-, უ-)  და ფუძისეული ხმოვნის გავლენით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები