იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8053საკვანძო სიტყვები:
იმერეთის ეპარქია, ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი, ქუთაისის სასულიერო სემინარიაანოტაცია
XIX-XX საუკუნეებში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში არაერთი ღირსეული მღვდელმთავარი მოღვაწეობდა, მათ შორის არის იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი).
1908 წლის 1 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი) დაადგინეს იმერეთის ეპარქიის მმართველად, რომელსაც 1917 წლამდე განაგებდა.
წარმოდგენილ პუბლიკაციაში, საარქივო დოკუმენტებისა და იმდროინდელი პრესის მასალების მიხედვით, განხილულია 1908-1917 წლებში ეპისკოპოს გიორგის მოღვაწეობა იმერეთის სამიტროპოლიტოში. საარქივო დოკუმენტების მიხედვით საუბარია ქუთაისის სასულიერო სემინარიის აღდგენის შესახებ. აქვე წარმოდგენილია საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალების ჩანაწერები, რომლებშიც შეეხება ეპისკოპოს გიორგის ეპარქიიდან გათავისუბლებას.
სტატიაში გამოქვეყნებული საარქივო დოკუმენტების უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.