XIX საუკუნეში მოღვაწე ქართველი ქალი - დომინიკა ერისთავი

ავტორები

  • მარიამ მარჯანიშვილი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8054

საკვანძო სიტყვები:

XIX საუკუნეში მოღვაწე ქართველი ქალები, დომინიკა ერისთავის მოღვაწეობა, ქართველ ქალთა ორგანიზაცია

ანოტაცია

ქართველი ქალის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაბმა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან. ამ დიდ მოვლენას ილია ჭავჭავაძემ „ახალი ხანა“ უწოდა.

იმდროინდელ ლიტერატურულ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალი რაკურსით წარმოჩნდნენ ქართველ ქალთა ინციატივით შექმნილი ლიტერატურული სალონები.

ქართველი ქალები საზოგადოებრივი აზროვნების ცენტრში განსაკუთრებით მაშინ მოექცნენ, როცა ისინი აქტიურად ჩაებნენ ეროვნულ-განთავისუფლებელ, მშობლიური დედა-ენისა და თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლაში. ქალები ასევე თავს იყრიდნენ ისეთი კულტურული კერების გარშემო, როგორიც იყო ქართული ჟურნალ- გაზეთები: „დროება“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „ქართული ბიბლიოთეკა“, „აკაკის თვიური კრებული“ და სხვა.

ქართველი მოღვაწე მწერალი ქალების ინიციატივით თანდათანობით ფეხს იდგამდა საყმაწვილო ჟურნალები, მუშათა თეატრები, სამკითხვე- ლოები, ქალთა პროფესიული სკოლები და საქალებო გიმნაზიები.

არანაკლები იყო ქართველი ქალის როლი პოლიტიკასა და სახელმწიფო მართვა-გამგეობაშიც. ასე რომ, საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლასთან ერთად ასპარეზზე გამოვიდა ქალთა ახალი თაობა, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულნი ახალ ამპლუაში გამოჩნდნენ. მათ შორის აღსანიშნავია პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, გაზეთ „ივერიის“ პირველი კორექტორი ქალი, ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორი, პოლიტიკოსი და „ქართველ ქალთა საზოგადოების“ დამაარსებელი დომინიკა ერისთავი, რომლის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „განდეგილი“.

დ. ერისთავმა სასტიკად გაილაშქრა ცარიზმის ჩამორჩენილობის, კარჩაკეტილობის, ობივატელური შეხედულებების წინააღმდეგ და ქართველი ქალის უფლებების მოსაპოვებლად თავდადებული ბრძოლა გააჩაღა. მას ღრმად სწამდა, რომ ქალთა მამაკაცებთან გათანასწორება იქნებოდა საზოგადოებრივი წყობილების გარდაქმნის უდიდესი ფაქტორი. ყოველი დიდი შემოქმედებითი ნიჭი იქ წარმოიშობა, სადაც დედაკაცი მონა კი არა, თავისუფალი ადამიანია. იგი წერდა: „დედაკაცი საფუძველია მეცნიერების, იგი ბურჯია ოჯახის, ერისა და საზოგადოების. დედაკაცი ერთადერთი უტყუარი საზომია ერის სულიერი ძლიერების. რამდენათ მთლიანი და თავისუფალი პიროვნებაა დედაკაცი, იმდენად საღია - საზოგადოება, ეს წვეთი კაცობრიობის ოკეანესი“.

დ. ერისთავი ქალის თანასწორუფლებიანობის, ემანსიპაციისა და მოქალაქეობრივი უფლებების მოპოვებისათვის სიტყვითა და კალმით მებრძოლი ქართველი ქალი იყო, რომელსაც შემდგომ ბევრი მიმდევარი გაუჩნდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები