მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის ქუთაისის პრესა ქართველთა ეთნიკური და კულტურული იდენტობის დაცვის აუცილებლობის შესახებ

ავტორები

  • რუსუდან მიქაუტაძე აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8057

საკვანძო სიტყვები:

XX საუკუნის პირველი მეოთხედის ქუთაისის პრესა, ქართველთა იდენტობის საკითხი

ანოტაცია

ეთნიკურ თვითშეგნებას ეთნიკური კულტურა და ენა განსაზღვრავს. თუ ეთნოსი კარგავს კულტურულ სპეციფიკას, ის არსებობას წყვეტს როგორც დამოუკიდებელი ეთნოსი. სწორედ ეს საშიშროება დაინახეს ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ და ქართული პრესის საშუალებით, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, გაააქტიურეს ბრძოლა რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ, მიუხედავად რეპრესიებისა რუსეთის მმართველი წრეების მხრიდან.

ქუთაისში გამომავალი გაზეთები, მიუხედავად ცენზურისა, ცდილობდნენ ხალხის მასებამდე მიეტანათ ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც გაქრობით ემუქრებოდა ქართველ ერს. ეს ეხებოდა ქართულ ენას, გალობას, ქართული არქიტექტურის ნიმუშებს, არქეოლოგიურ სიძველეებს და ა.შ. მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის ქუთაისის პრესაში გამოქვეყნებული სტატიების მიზანი იყო ხალხს გაეგო და გაეანალიზებინა ქართული კულტურის  მნიშვნელობა, ჩაენერგა მათში სიამაყის გრძნობა იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, რომლის ცოდნა თითოეული ქართველისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა და ქართული იდენტობის  შენარჩუნებისთვის  ერთ-ერთი  უმთავრესი  საშუალება  იყო. ამავე საქმეს ემსახურებოდნენ ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ისინი სხვადასხვა ღონისძიებებით ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის, ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვივებისათვის. სწორედ მათი დახმარებით ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა შეემეცნებინა საკუთარი კულტურული „მე“ და მოეხდინა თვითიდენტიფიცირება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები