ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8058საკვანძო სიტყვები:
კულტურული ძეგლები იმერეთში, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაციაანოტაცია
ნაშრომში აღწერილია იმერეთის რეგიონში მდებარე სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები; წარმოდგენილია გან- ხორციელებული პროექტები ხელოვნური ინტელექტისა და რობოტოტექნოლოგიის გამოყენებით, რომლებიც თანამედროვე ეტაპზე ასახავს პროგრესს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. აღწერილ პროექტებში წარმოდგენილი ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე, მნიშვნელოვანი იქნება იმერეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტუქციის ხელშესაწყობად. რამდენადაც ტექნოლოგია აგრძელებს განვითარებას და დარგის ექსპერტები უფრო მეტად კომპეტენტურნი არიან მის გამოყენებაში. არსებობს პოზიტიური პერსპექტივა, რომ ტექნოლოგიების მუდმივი გაღრმავება გამოიწვევს შემდგომ მიღწევებს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და დიგიტალიზაციაში. ციფრული კულტურული მემკვიდრეობის არსებობა კი ხელს შეუწყობს ისტორიის აღრიცხვას, ასევე, კულტურული სიცოცხლისუნარიანობის გამდიდრებას.