ბრიტანელი მოგზაური და მწერალი ჯონ ბუჩან ტელფერი იმერეთის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8062საკვანძო სიტყვები:
უცხოელი მოგზაურები საქართველოში, XIX საუკუნის უცხოური წყაროები იმერეთის შესახებ, ბრიტანელი მოგზაური და მწერალი ჯონ ბუჩან ტელფერიანოტაცია
XIX საუკუნის იმ უცხოურ წყაროებს შორის, რომლებიც იმერეთის ისტორიის, ყოფითი კულტურისა თუ ადათ-ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს, აუცილებლად უნდა დავასახელოთ 1876 წელს ლონდონში ორ ტომად გამოცემული წიგნი „ყირიმი და ამიერკავკასია“, რომლის ავტორია გაერთიანებული სამეფოს ფლოტის კაპიტანი, ლონდონის სიძველეთა საზოგადოების წევრი, მოგზაური და მწერალი ჯონ ბუჩან ტელფერი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1870-იან წლებში ბრიტანელმა მწერალმა სამი წელი რუსეთის იმპერიაშიც დაჰყო, რა დროსაც ორჯერ ყირიმსა და კავკასიაშიც იმოგზაურა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების დროს ჯონ ბუჩან ტელფერს საქართველოს არაერთი ქალაქი და კუთხე მოუნახულებია, წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენ ზემოხსენებული წიგნის მხოლოდ იმ მონაკვეთს შევეხებით, რომელშიც იმერეთის შესახებაა გამახვილებული ყურადღება. ბრიტანელი ავტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას განსაკუთრებულად ფასეულს ხდის ის ფაქტი, რომ იგი მრავალფეროვანია და მეტწილად უშუალოდ მის მიერ მიღებულ შთაბეჭდილებებს წარმოადგენს.
მიუხედავად ჯონ ბუჩან ტელფერის ხსენებულ წიგნში არსებული ცალკეული უზუსტობებისა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული წიგნი უთუოდ უნდა იქნეს მიჩნეული მრავალმხრივ тиьმნიშვნელოვან წყაროდ შესაბამისი პერიოდის იმერეთისა და ზოგადად საქართველოს ისტორიის შესასწავლად.