იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – ქართული ენის დამცველი

ავტორები

  • ლევან ტყეშელაშვილი გელათის სასულიერო აკადემია

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8063

საკვანძო სიტყვები:

ქუთაის-გაენათის ეპარქია, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), საბჭოთა ენობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა

ანოტაცია

XIX საუკუნის დასაწყისში ქართული სამეფო-სამთავროები იძულებითი წესით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. რუსული მმართველობა შეეცადა საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენა სრულად ამოეღო და მის ნაცვლად რუსული ენა დაემკვიდრებინა. ქართული ენის დაცვის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეს (1860-1896), რომელსაც თავად რუსული განათლება ჰქონდა მიღებული, თუმცა კარგად უწყოდა იმ საფრთხის შესახებ, რაც ქართულად განათლების მიღების აკრძალვას შეიძლება გამოეწვია. გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნულ საკითხში შეუვალია და არ ერიდება მაღალი რანგის რუს ჩინოვნიკებსა და თვით საქართველოს ეგზარქოსს. იგი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით არგუმენტირებულად ასაბუთებს ქართველთათვის მშობლიურ ენაზე სწავლის უპირატესობასა და აუცილებლობას, თუმცა არ უარყოფს ქართულის შემდეგ რუსული ენის შესწავლის აუცილებლობას.

გაბრიელ ეპისკოპოსი წერილში დაუფარავად აცხადებს, რომ რუსული მმართველობის პირობებში დაფარული უკიდურესი საშუალებებით საქართველოში სამღვდელოებას წაერთვა წმინდა უფლება, რათა აღზარდონ მართლმადიდებელი მრწამსით ხალხი და ამის გამო სამრევლო სკოლების მთავარი  მიზანი  გახდა  რუსული  ენის  შესწავლა  რელიგიის  ნაცვლად. ამგვარ  მიდგომას ქართველი მღვდელმთავარი გაუკუღმართებულ სწავლებას უწოდებს, რადგან ამ შემთხვევაში ქართველები ვერ იღებდნენ სარწმუნოებრივ განათლებას და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევდა.

ვფიქრობთ, გაბრიელ ეპისკოპოსის წერილი მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესო; მღვდელმთავარი ხსნის და უარყოფს რუსული იმპერიის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს, აქარწყლებს მათ და ესარჩლება ქართველ სამღვდელოებას. ამასთანავე, მიუთითებს რუსული განათლების უარყოფით მიდგომებზე, რაც პრობლემებს იწვევდა ქართველ ხალხში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები