ვიკტორ ნოზაძე და „ვეფხისტყაოსანი“

ავტორები

  • ლალი ურდულაშვილი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8064

საკვანძო სიტყვები:

ვიკტორ ნოზაძის შემოქმედება, რუსთველოლო- გიური ნაშრომები, „ვეფხისტყაოსანი“

ანოტაცია

მე-20 საუკუნის ქართველ რუსთველოლოგთა შორის განსაკუთ- რებული ადგილი უკავია ემიგრანტ მეცნიერს ვიკტორ ნოზაძეს. სამშობლოდან გამგზავრების შემდეგ იგი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ევროპაში. ვიკტორ ნოზაძე გარდაიცვალა საფრანგეთში, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

მეცნიერის რუსთველოლოგიური „განკითხვანი“ ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა   და   დღემდე   ინარჩუნებს    აქტუალობას.    დიდი ხნის განმავლობაში მკვლევრის ნაშრომები უცნობი იყო ქართველი საზოგადოებისათვის კონიუნქტურის გამო. მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეში იცნობდნენ მას, როგორც რუსთველის პოემის „მჩხრეკელს“. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ვ. ნოზაძე მოკლებული იყო მისთვის საჭირო ლიტერატურას, მეგობართა დახმარებით ის მაინც თავდაუზოგავად მუშაობდა პოემის „თარგმანებაზე“.

მეცნიერმა შექმნა ენციკლოპედიური მნიშვნელობის მონოგრაფიები: ფერთამეტყველება, ბუნებისმეტყველება, მზისმეტყველება, ვარსკვლავთ- მეტყველება, ღმრთისმეტყველება, საზოგადოებათმეტყველება, მიჯნურთ- მეტყველება.

მკვლევარმა თავისი ფართო ერუდიციისა და ბუნებრივი ტალანტის წყალობით პოემის არაერთ ბუნდოვან ადგილს მოჰფინა ნათელი, მოგვცა მანამდე შეუსწავლელი სტროფების მისეული ინტერპრეტაცია.

ვ. ნოზაძემ თავისი შრომებით შექმნა სრულიად ახალი ეტაპი რუსთველოლოგიურ მეცნიერებაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები