გვარსახელით გადმოცემული ისტორიული და ტრადიციული ყოფის ზოგიერთი საკითხი (იმერეთში და იმერეთიდან მიგრირებულ გვართა ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით)

ავტორები

  • დავით შავიანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8067

საკვანძო სიტყვები:

იმერეთის ეთნოგრაფიული ყოფა, ქართული გვარსახელები, მიგრირებული გვარები საქართველოში.

ანოტაცია

ხალხის მეხსიერებაში (მუზეუმ-არქივში) არსებული ეთნოგრაფიული მასალა საიმედო პირველწყაროა ეთნოლოგიის, ეთნოსის ისტორიის, კულტურის ისტორიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, რელიგიის ისტორიის, მითოლოგიის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიური მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით საკითხების კვლევის საქმეში.

ეთნოგრაფიული მასალა ახალი მონაცემების, განსხვავებული შედეგებისა და თეორიების საფუძველია. შესაბამისად, ჩვენი კვლევის მიზანია საანალიზო თემის შესაბამისი, „ცხოვრების რიგის“ ამსახველი, ქართველოლოგიისთვის, მეცნიერების სხვადასხვა სფეროსთვის, მკითხველისათვის საინტერესო და გამოსაყენებელი ეთნოგრაფიული მასალების მრავლად მიწოდება.

წარმოვადგენთ სხვადასხვა მიზეზთა გამო იმერეთიდან გადასახლებულ და იმერეთში მიგრირებულ საგვარეულოთა (ქაშიბაძე; ჭაღალიძე, ჩირგაძე, გოგოხია, არქანია, ბულია, ჩეგიანი, ქუთათელაძე, ხიხაძე,  ახალაძე,  ახობაძე,  მაღრაძე,  აბრამიშვილი,  მაისურაძე,  სვანაძე, სათმანიძე, აბაშიძე, ქარცივაძე) „ოღლობის“ დროინდელი გვარების, გვარის მეორე მემკვიდრეობითი სახელების, ყოფის სხვადასხვა მიმართულება- მახასიათებლების, ისტორიების ამსახველი ეთნოლოგიური კვლევის შედეგებს.

უახლესი მასალების შესწავლით ირკვევა:

ა) „კაცთან და ხატთან მებრძოლი“ კომუნისტებისგან, მათზე „სარფის, რაღაცის გამო აყოლილ“ ქართველთა ნაწილისგან თავსდატეხილი „ჭირის“ (რელიგიისდევნა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, თვითშეგნების, ეთნიკურ- კულტურულის განადგურება, ზოგადად, ტრადიციული ცხოვრების წესის ჩამოშლა) შესახებ;

ბ) აჭარელის, სხვა რელიგიაზე გადასული ქართველების ჩვენგანვე ეთნიკური ნიშნით, „თათრად“, „სომხად“, „აზერად“ მოხსენიების, რწმენა- რელიგიურობაზე დაცინვის შესახებ;

გ) როგორ მოახერხეს „წაქეზებულმა“ აფსუებმა, რომ დღეს „ჩვენის მიმტაცებელები იმისებენ სვან-მეგრელებით დასახლებული აფხაზეთის საზღვარს ენგურამდე“;

დ) „უკეთ ყოფნის საჭიროებისთვის“ სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის, ხშირ შემთხვევაში სოფლის საერთოდ დაცლის შესახებ;

ე) ქვეყნისთვის თავდადების შემნახველი ისტორიული მეხსიერების „შემდგარ-გამართული“ ყოფის წესის უმნიშვნელოვანესი მიმართულების, „ქალთაგან ქართულობის გადარჩენის“ ვალდებულების, მიდგომის შესახებ;

ვ)  „ეპიდემია“  და  „საწყევარი“  ტერმინები  გამოიყენება მტერთაგან „მართლად ყოფნობის, შენგანვე უზრუნველყოფის“ „ქართულისთვის მოფიქრებული ყოველგვარი ჭირის“ წინააღმდეგ მომართული ქმედებების სახელად.

ეთნოსის კულტურული ცხოვრების, თვითშეგნება-იდენტობის, ეროვნული გადაუგვარებლობის გადარჩენის საქმეში უმთავრესია ქვეყნისთვის თავდადების, მისი გადამრჩენი ტრადიციულ-რწმენითი ცხოვრების წესის შემნახველი ისტორიული მეხსიერება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები