იმერული ლექსიკა თენგიზ თოფურიძის წიგნში „ეთნოგრაფიული ჩანაწერები“

ავტორები

  • ლუიზა ხაჭაპურიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8071

საკვანძო სიტყვები:

თენგიზ თოფურიძის წიგნი „ეთნოგრაფიული ჩანაწერები“, იმერული ლექსიკა, ეთნოლინგვისტური ტერმინოლოგია

ანოტაცია

თენგიზ თოფურიძე, პოეტი, მთარგმნელი, საჯარო მოხელე, დაიბადა 1970 წელს ქუთაისში. დაამთავრა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი და ქუთაისის მრავალპროფილიანი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი. მუშაობდა ცენტრალურ და რეგიონულ სახელისუფლებო სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებზე. პირველი ლექსები ადრეულ ბავშვობაში გამოაქვეყნა.  სხვადასხვა  დროს  იყო  ლიტერატურული გაზეთ „ცაის“ რედაქტორი, გაზეთ „სპორტული ქუთაისის“ რედაქტორის მოადგილე, საბავშვო ლექსების კრებულ „ლილეს“ თანაავტორი. მისი ლექსები, ნოველები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები შესულია ანთოლოგიაში „1980-90-იანი წლების ქართველი პოეტები“ (2010). გამოცემული აქვს თარგმანები: ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია – „ჩინური პეიზაჟური ლირიკა“ (1998), ლუ სინის რჩეული თხზულებების კრებული „მოწოდება“ (2001), მენეჯმენტის სახელმძღვანელო „ლიდერობა და მართვის თანამედროვე პრინციპები“ (2012), 2017 წელს მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი.

2017 წელს დატოვა სამშობლო. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში. ახლახან გამოსცა წიგნი „ეთნოგრაფიული ჩანაწერები“. მასში ტკივილიან-სიყვარულიანი გახსენებაა სამშობლოსა და განვლილი ცხოვრების, ასევე, წერს ემიგრანტული ცხოვრების შესახებ, ადარებს და მსჯელობს მშობლიური და უცხო კულტურის ავკარგიანობაზე, ცხოვრების წესზე.

მწერალს წიგნში საოცარი სიზუსტით მოჰყავს XX საუკუნის 80-90-იანი წლებისდროინდელიიმერული/ქუთაისურიყოფისთვისდამახასიათებელი ლექსიკური ერთეულები. აქ გვხვდება როგორც საყოფაცხოვრებო ლექსიკა (სერვანტი, ატამანკა, სეკვოიაჟი, ფრანცუსკები, დაღვრიალება, მაიმახი, ჯლიგვი...), ასევე, თამაშების სახელწოდებები (ომობანა/ დრახდრახობია, ბრის ილი მიაუ, შტაბობანა, პარტიზანობანა, ამის პატრონმა რა ქნას, გაფუჭებული ტელეფონი...), მათ შორის საბანქო თამაშებიც (პიანიცა, კაზიოლი, დურაკა, აჩკო, კონჩინა, ტუალეტი, ვერიუ ნე ვერიუ, ტირი – ძირითადად რუსული ლექსიკა), 90-იანების მასწავლებელთა ლექსიკა და ჭაბუკებისათვის დამახასიათებელი საბჭოთა სიტყვა-თქმანი (ჩემი კუჭი ვთოხლე, დავაყენე ნა რავნე, ვილკები გაიყარა, დავაპაშოლე, ჩავიბრატე).

ზემოთ განხილული ლექსემები ყოველგვარი ისტორიის გარეშეც გადმოსცემენ იმ პერიოდის ჩვენი ბედკრული ქვეყნის მოსახლეობისა და ქართული ენის სავალალო მდგომარეობას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თოფურიძის ჩანაწერებში მოხსენიებული და ჩვენ მიერ გაანალიზებული ლექსემებისა თუ სიტყვა-თქმათა უმეტესობა გამოცემულ ლექსიკონებში არ არის ფიქსირებული. ამდენად, ეს მასალა დიდი შენაძენია ქართული დიალექტური ლექსიკონისათვისაც.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები