გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპები და რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობა

ავტორები

  • მზია ხოსიტაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8073

საკვანძო სიტყვები:

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ეკოსისტემა

ანოტაცია

გლობალური დათბობა და მისგან გამოწვეული წყალდიდობები, მეწყერი და სხვა ბუნებრივი კატასტროფები თანამედროვე სამყაროს სულ უფრო მეტს საფრთხეს უქმნიან. ამას ემატება მრავალი დიდი და მცირე ორგანიზაციის საქმიანობა, რომლებიც ნარჩენების წარმოქმნით, ჰაერისა და წყლის დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით თუ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გაწეული სამუშაოების წარმოებით ირიბ და პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ბუნებრივ გარემოზე. გარემოზე ზემოქმედება განსაკუთრებით თვალშისაცემია ურბანული განაშენიანების, გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებლობისას.

ბოლო წლებში საქართველო გრანდიოზული და მასშტაბური საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობითა და მოწყობით გამოირჩევა. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ადგილობრივი და უცხოური ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგუფრომნიშვნელოვანიგახდა. ამგარემოებამდააჩქარააღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების პროექტების სისრულეში მოყვანა.

საავტომობილო ტრასების მშენებლობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოსგარემო, ლანდშაფტი. ცვლილება ცხოველებისადაფრინველების სამყაროში შეჭრასთან ერთად იწვევს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუარესებას.

სტატიაში ხაზგასმულია ავტომაგისტრალების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი ზეგავლენა და ის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპები, რომლებსაც უნდა ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი  ქვეყნები და ორგანიზაციები. ეს ეხება როგორც პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე, გარემოსდაცვითი რისკების მართვას და გარემოზე მომხდარი ზეგავლენის სწორად შეფასებას. აღნიშნულია, რომ საქართველო მიერთებულია ყველა იმ საერთაშორისო დეკლარაციას, სტანდარტსა და შეთანხმებას, რომელიც გათვალისწინებულია მაგისტრალების პროექტირებისა და მშენებლობის დროს, რაც უზრუნველყოფს რიკოთის გზის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობამდე განისაზღვრა გარემოზე შესაძლო უარყოფითი გავლენა და შემუშავებულ იქნა შემარბილებელი ღონისძიებები, რაც გულისხმობს ბუნებრივ ლანდშაფტებში მინიმალურ ჩარევას, გათვალისწინებულია გრუნტის ნაგებობების სტაბილურობის დაცვა არამდგრად ფერდობებზე, ზეგავლენა მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე.

სტატიაში ასახულია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად პროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პრინციპებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები