ცრურწმენა - დავით კლდიაშვილის მოთხრობების ფაბულა (ელგუჯა თავბერიძის „ეჭვის პერანგის“ მიხედვით)
საკვანძო სიტყვები:
იმერეთი მხატვრულ შემოქმედებაში, ცრურწმენა დავით კლდიაშვილის მოთხრობებში, ელგუჯა თავბერიძის „ეჭვის პერანგი“ანოტაცია
დავით კლდიაშვილის შემოქმედებითი პრინციპი ეყრდნობა კრიტიკული რეალიზმის ლიტერატურულ-ესთეტიკურ საფუძველს, შეუფარავ სიმართლეს. გამოირჩევა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მისი მხატვრული ქმნილებების მეტაფორად იქცა „ცრემლიანი ღიმილი“, მაგრამ ღიმილს ვერ გააკარებ მოთხრობათა ციკლს, გულისხმიერი ცრემლებითა დასულისკივილით რომიკითხება, ცრურწმე- ნის შედეგად ადამიანთა სამყარო რომ მოუცავს ეჭვს, სასოწარკვეთას, გაუცნობიერებელ სისასტიკეს. ამ თვალსაზრისით განხილულია მოთხრობები: „შერისხვა“, „მსხვერპლი“, „მიქელა“. ეს მოთხრობები, მწერლის ხელწერის შესაბამისად, ხასიათდება ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობათა ფაქიზი ანალიზით, დამაჯერებლობით. ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენა, ცრურწმენით ნაკვები, იყო „კუდიანობა“, მისი სულიერ- ფსიქოლოგიური საფუძველი შიშია – შინაგანი სიმრთელის რღვევა.
ცრურწმენა, გარკვეული აზრით, ფაბულაა დავით კლდიაშვილის რამდენიმე მოთხრობის. ელგუჯა თავბერიძე „ეჭვის პერანგში“ მხატვრულ- მეცნიერული ალღოთი ახასიათებს პერსონაჟებს, აანალიზებს მათი ქმედებების საფუძველს, აღწერს კუდიანობასთან დაკავშირებულ რიტუ- ალებს (ჭიაკოკონობა, ჭეჭეთობა). განიხილავს კუდიანობის ცრურწმენის მხატვრულ სიუჟეტად გარდაქმნის პირველ ცდას ქართულ ლიტერატურაში – ალ. ორბელიანის „არაკი ტარტაროზისა ანუ კუდიანების ღამე“.
ავტორის თქმით, „ეჭვის პერანგის“ შთაგონების წყარო ყოფილა იმდროინდელი პრესა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. ცრურწმენა ცნობიერების ბორკილია, რაც ხელს უშლის ჭეშმარიტ, კანონზომიერ სიცოცხლეს.
სტატიაში გამოკვეთილია განსაკუთრებული ტიპაჟი – მარინე (მოთხრობაში „მსხვერპლი“). ის, განსხვავებით მწერლის ზოგადი სახის პერსონაჟებისგან, უმეტესად ბედის მორჩილებით რომ გამოირჩევიან, მებრძოლი ქალია. ჩვენი კვლევის საგანი იყო ფსიქოლოგიური პროცესი ცრურწმენის სიბნელისა და სისასტიკისა, რასაც წამლეკავი ძალა აქვს, ამას ეწირება სრულიად მარტო დარჩენილი მარინე. კვლევის ამ მიმართულებას არსებით სიღრმეს ჰმატებს „ეჭვის პერანგი“. ხაზი გავუსვით ამ მიზეზ- შედეგობრივ, მხატვრულ-დოკუმენტურ ჯაჭვს. შეიძლება ითქვას, რომ ელგუჯა თავბერიძის „ეჭვის პერანგი“ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და საჭირო წიგნია.