ეგნატე ნინოშვილის „ავტობიოგრაფია“ (მოკლე დღიური) და პირადი წერილების პრობლემატიკა
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9377საკვანძო სიტყვები:
XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ეგნატე ნინოშვილის „ავტობიოგრაფია“, ეგნატე ნინოშვილის პირადი წერილებიანოტაცია
ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში მთელი სიმკაცრითა და ტკივილითაა ასახული საქართველოს ერთ-ერთი კუთხის – გურიის უბრალო ადამიანთა დუხჭირი ყოფა, რაც მძიმედ აისახებოდა მათ ჯანმრთელობასა და გამომეტყველებაზე.
ნაშრომში გაანალიზებულია ეგნატე ნინოშვილის „ავტობიოგრაფია“ (მოკლე დღიური), რომლის სათაურშიც ჩანს ავტორის სათქმელი. კერძოდ, მოკლე დღიურში გადმოცემულია მწერლის ცხოვრების დასაწყისი საფეხურები, რომელზეც აღბეჭდილია გაჭირვება, ობლობისა და დუხჭირი ცხოვრების სირთულეები. ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში „ავტობიოგრაფიასთან“ ერთად, გარკვეული პრობლემების გამოკვეთის თვალსაზრისით, ძალიან ღირებულია მისი პირადი წერილები. მათგან ამჯერად ჩვენ გამოვყავით ორი პირადი წერილი, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული პრობლემატიკით და ძალზედ ბევრის მთქმელია. ეს ორი წერილი მიწერილია იაკობ გოგებაშვილისა და გიორგი წერეთლისადმი. აღნიშნული წერილები ავსებს „ავტობიოგრაფიაში“ გადმოცემულ სათქმელს და დამატებით ინფორმაციას იძლევა ეგნატე ნინოშვილის პიროვნების, შეხედულებებისა და ცხოვრების წესის შესახებ.
თემა აქტუალურია, რადგან წარმოაჩენს ეგნატე ნინოშვილის შეხედულებებს განსხვავებული საკითხების გააზრების ჭრილში და კვლევის მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მწერლის მსოფლმხედველობა ნაჩვენები იყოს არა მარტო თავისი თანადროული, არამედ დღევანდელი ეროვნული და გლობალური ეპოქის გადასახედიდან და ამ კონტექსტით წარმოჩნდეს მის ნააზრევში ასახული პრობლემების ღირებულწარმოჩნდეს ღირებულება და ება მნიშვნელობა.