გურიის როლი ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, 1924 წლის ეროვნულ აჯანყებასა და 1953 წლამდე ბრძოლებში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9378საკვანძო სიტყვები:
გურიის როლი XX საუკუნის ისტორიულ მოვლენებში, 1924 წლის აჯანყება, კოლექტივიზაციაანოტაცია
საქართველოში, ისევე როგორც მთელ რიგ ქვეყნებში და მსოფლიოს მრავალი ისტორიკოსისთვის, ერის ისტორიის ძირითადი ეტაპების აღწერა „დიდი მოღვაწეების“ წარმოჩენით ხასიათდება, რაც ძალიან ხშირად გამოიხატება „დიდი მოღვაწეების“, „ქვეყნის მხსნელებად“ ჩვენებით; ხოლო ისტორია მხოლოდ ბიოგრაფიების პრეზენტაციად იქცევა, კონკრეტული სიტუაციების ისტორიული, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. ანალიზის გარეშე. საქართველოში კონკრეტულ საკითხებზე საუბრისას ყველაზე ხშირად ახსენებენ ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ერეკლე II-ს, ილია ჭავჭავაძეს, ზოგჯერ - აკაკი წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს. მათი ნაწილი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად აქცია.
ისტორიული კონცეფციის ამგვარი ხედვა, ჩემი აზრით, მოძველებული და საშიშია, რადგან ის ამახინჯებს რთულ და მუდმივად ცვალებად ისტორიულ ფენომენს. წარმოდგენილი საკითხი საშუალებას მომცემს აგიხსნათ, რატომ შეძლო გურიის რეგიონმა თავისი მაცხოვრებლებით კონკრეტული და მნიშვნელოვანი როლის შესრულება ჩვენი ერის, საქართველოს ისტორიაში. ვეცდები, გამოვიყენო მატერიალისტური მეთოდი, რომელიც ეფუძნება ფაქტებს, ფაქტების შესწავლას სხვადასხვა ჭრილში და არა იდეოლოგიურ ცრურწმენებს.
გურულები უფრო ჭკვიანები არიან? საქართველოს საუკეთესო მოქალაქეები არიან? არა! მათ აქვთ „ქართული ინტელექტი“, ქართული მგრძნობელობა, სიყვარული სამშობლოსა და რეგიონის მიმართ, როგორც ყველა ქართველს, მაგრამ ობიექტურმა, მატერიალურმა, გეოგრაფიულმა, ტრადიციულმა და ისტორიულმა გარემოებებმა აიძულეს ისინი შეესრულებინათ თავიანთი როლი ჩვენი ერისა და საქართველოს დიდ ისტორიაში.

