ლელობურთი გურიაში: ტრადიცია და კულტურული ცნობიერება

ავტორები

  • ვაჟა დანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9381

საკვანძო სიტყვები:

ლელობურთი გურიაში, ქართული ხალხური თამაშები, ქართული სასპორტო ტრადიცია

ანოტაცია

ხალხური კულტურა, ტრადიციული ყოფა და სოციალური ურთიერთობები განსაკუთრებულ თავისებურებებს ინარჩუნებს. საუკუნეების განმავლობაში აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტრადიციულ დღესასწაულებსა და ხალხურ თამაშებს, რომლებიც არა მხოლოდ გასართობი ელემენტის მატარებელი იყო, არამედ სოციალური კავშირების განმტკიცებასა და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის შენარჩუნებასაც ემსახურებოდა.
მრავალფეროვან ტრადიციებს შორის ლელობურთი გამორჩეულ ადგილს იკავებს. ეს უძველესი ქართული თამაში, ფიზიკური და სულიერი ერთობის ნათელი მაგალითი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადაეცემა თაობიდან თაობას, არა მხოლოდ სასპორტო შეჯიბრებად, არამედ კულტურულ ფენომენადაც გვევლინება. იგი ასახავს ხალხის ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ ცნობიერებას; გურული საზოგადოების ღირებულებებს – სიმამაცეს, ერთიანობასა და ძალისხმევას საერთო მიზნის მისაღწევად.
ნაშრომში, მეტაფორიზაციის გზით, გაანალიზებულია ტერმინ ლელობურთის წარმოშობისა და სპორტის ამ სახეობის გურიაში დამკვიდრება-განვითარების მოკლე ისტორია, როლი და მნიშვნელობა; როგორ ქმნის და ინახავს იგი ადგილობრივ კულტურულ იდენტობას და რა გრძნობაა დაცული მისი სიმბოლიკით. ამ რიტუალის კვლევა საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიაზროთ თანამედროვე სოციალურ და კულტურულ სივრცეში მისი ინტერგაციის მნიშვნელობა.
სტატიაში, ასევე, წარმოჩენილია მეტაფორის როლი, როგორც მეორეული სახელების ფორმირების ერთ-ერთი პროდუქტიული საშუალება. განხილულია, სიტყვის სემანტიკური მოცულობის გაფართოებისას სამყარგაფართოებისას სამყაროს აღქმის მოდელი თუ როგორ იქცეოს იქცევა დიდ მეტაფორად, შემდეგ - ტერმინად, რომელსაც ისტორიული ამბავი უდევს საფუძვლად. ლელობურთის ანალიზით ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება სასპორტო ტრადიცია გახდეს ხალხის კულტურული ერთიანობისა და თანმიმდევრულობის გამომხატველი. ასევე, ნაჩვენებია ლელობურთის ტრანსფორმაცია დროთა განმავლობაში და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ კულტურაში. ის შედარებულია ინგლისელთა ეროვნულ თამაშ რაგბისთან, რომელმაც საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოში. კვლევისას გამოყენებულია ეთნოგრაფიული, ისტორიული და კულტურული ანალიზის მეთოდები, რამაც ხელი შეუწყო ლელობურთის რიტუალის ფართო კონტექსტში გაანალიზებას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები