ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალთა დაპირისპირება ქართველოლოგიაში 1924 წლის აჯანყების მზადების პერიოდში

ავტორები

  • იამზე ვაშაკიძე კავკასიის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9383

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიზებული ქართველოლოგია, საბჭოთა იდეოლოგია, ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის ურთიერთობა

ანოტაცია

სტატიაში განხილულია რუსული პოლიტიკის მსახურთა თავდასხმები ქართული მეცნიერების წარმომადგენლებზე 1924 წლის ცნობილი აგვისტოს აჯანყების მზადების პერიოდში. დაპირისპირებამ ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალთა შორის განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო ინტელექტუალურ ველში, კერძოდ:
1. ხელისუფლების პოზიციის საპირისპიროდ, ვლინდება მოწინავე ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ერთსულოვნება დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ქართველო-ლოგიური კვლევის განვითარებაში – ორიენტირება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:
- ქართულ სიძველეთა შესწავლის ფართო საერთაშორისო სამეცნიერო ველში გატანა;
- უცხოელ / ამერიკელ / მეცნიერთა დაინტერესება-მოზიდვა არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილებში (მცხეთასა და ნაქალაქევში);
- ზრუნვა ქართული უნივერსიტეტის გაძლიერებისათვის – ეროვნულად განწყობილ პროფესორთა შემოკრებისათვის ქართულ უნივერსიტეტში.
2. ქართული მეცნიერების წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლების დასაყრდენია მეცნიერებათა აკადემია, კერძოდ, მისი ავტორიტეტული წარმომადგენელი, წარმოშობით ქართველი მეცნიერი ნიკო მარი, რომლის საპროტესტო გამოსვლის შედეგად ჩაიშალა ამერიკელ არქეოლოგთა ექსპედიცია მცხეთასა და ნაქალაქევში.
3. მეცნიერებათა აკადემიისა და საბჭოთა ხელისუფლების ინტერესთა სრულ თანხვედრას მოწმობს 1924 წლის პრესაში „ჩვენის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც აისახა საბჭოთა ხელისუფლების
პოზიციის რამდენიმე ასპექტი:
- აშკარა ომის გამოცხადება ეროვნული მეცნიერების წარმომადგენელთა წინააღმდეგ;
- მხარდაჭერა ბოლშევიკური იდეოლოგიის სამსახურში მყოფი მეცნიერისა;
- საბჭოთა იდეოლოგია არჩევანს არ უტოვებს განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებიც, ნებით თუ უნებურად, სახელისუფლებო მანქანის ნაწილად არიან ქცეული.
4. უნივერსიტეტის პროფესორები იღებენ გამოწვევას ქართული მეცნიერებისათვის ბრძოლაში; ივანე ჯავახიშვილმა ტფილისის
უნივერსიტეტის გამგეობის სახელით მომზადებულ საპასუხო წერილში ამხილა როგორც ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო
ღონისძიებებისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერი – ნიკო მარი, ისე მისი პოლიტიკური მხარდამჭერი ხელისუფლება, რომელმაც მომდევნო წლებში უფრო გაამძაფრა ბრძოლა ქართული უნივერსიტეტისა და ეროვნულად განწყობილი პროფესურის წინააღმდეგ.
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები, ვფიქრობთ, გარკვეულ დახმარებას გაუწევს საბჭოთა ქართველოლოგიაში მომუშავე დარგის
სპეციალისტებსა და დაინტერესებულ პირებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები