ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ რომანსა და პუბლიცისტიკაში (როსტომ ჩხეიძის რომანის „შავი ჩოხა“ და შალვა ამირეჯიბის წერილების მიხედვით)

ავტორები

  • სალომე კაპანაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9387

საკვანძო სიტყვები:

1924 წლის აჯანყება, როსტომ ჩხეიძის რომანი „შავი ჩოხა“, შალვა ამირეჯიბის წერილები, წერილები ქაქუცა ჩოლოყაშვილზე

ანოტაცია

საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი აღიარებულია მეოცე საუკუნის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ. საბჭოთა რეჟიმის პირობებში მისი სახე, ბუნებრივია, ვერ შემორჩებოდა მხატვრულ ტექსტებს, თუ არ ვიგულისხმებთ ემიგრანტულ მწერლობასა და მისი თანამედროვე პოეტის - მიხა ხელაშვილის ლექსებს. როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილი იქცა შთაგონების ერთ-ერთ სიმბოლოდ ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის, ხოლო მოგვიანებით მისი სახე შემოვიდა ქართულ მწერლობაშიც. ამის საუკეთესო ნიმუშია როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი „შავი ჩოხა“, რომლის ისტორიული კონტექსტი სრულ თანხვედრაშია მწერლის მხატვრულ ჩანაფიქრთან - წარმოადგინოს ისტორიული პერსონაჟები ეროვნული სინდისის მარეგულირებელ ფენომენად; აჩვენოს ბიოგრაფიული რომანი, როგორც პერსონაჟის აზრობრივ სივრცეში შეღწევისა და მორღვეული ნაციონალური სამანების აღდგენის საუკეთესო საშუალება. ვინაიდან მწერალი ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებს და კარგად აქვს შესწავლილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამედროვე საქართველოს
სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ნაშრომში საჭიროდ მივიჩნიეთ შალვა ამირეჯიბის იმ პუბლიცისტური წერილების განხილვაც, რომლებშიც მოთხრობილია ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები და ჩანს მისი პერსონის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესში. აღნიშნულმა საშუალება მოგვცა, რომანის ფსიქოემოციური ზეგავლენის პარალელურად, წარმოგვედგინა ქაქუცა ჩოლოყაშვილის პერსონის მნიშვნელობა ეროვნულსახელმწიფოებრივი აზროვნების პროცესში. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები